კურსის მიზანია ახალგაზრდებმა განივითარონ ინფორმაციის მოძიების და გავრცელების უნარ-ჩვევები. შეძლონ სხვადასხვა პლატფორმების მეშვეობით ინფორმაციის გავრცელება, ამასთან მოახერხონ ინფორმაციის გადამოწმება, განივითარონ კრიტიკული ანალიზის უნარ-ჩვევები, რაც საშუალებას მისცემს მათ შეამჩნიონ პრობლემები, ახალი ამბები. შეძლონ მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელება. ამასთან ჰქონდეთ ის უნარები, რაც მათ დაიცავს არ გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლები. მნიშვნელოვანია, ახალგაზრდებმა შეძლონ მიმდინარე მოვლენების გააზრება და საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების და სტიგმების შემცირების ხელშეწყობა.