საჯარო პოლიტიკის ანალიზის კურსი წარმოადგენს პრაქტიკულად ორიენტირებული სემინარების ციკლს, რომელიც უპირატესად განკუთვნილია არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის. კურსის მიზანია მონაწილეებს გააცნოს ის უშუალო გარემო, რომელშიც საჯარო პოლიტიკის ანალიზი ხორციელდება; აგრეთვე გააცნოს პოლიტიკის ანალიზის თეორია და დაეხმაროს კურსის მონაწილეებს ანალიტიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.

სემინარების მსვლელობაში დაწვრილებით განიხილება პოლიტიკის ანალიზის მეთოდის შემადგენელი ნაწილები: პრობლემის განსაზღვრა, შეფასების კრიტერიუმების ჩამოყალიბება, ალტერნატიული პროგრამების შემუშავება, ალტერნატიული პროგრამების შედეგების შეფასება, არჩევანის გაკეთება და გადაწყვეტილების მიღება. ყურადღება დაეთმობა, აგრეთვე, პოლიტიკის ანალიზის პროდუქტის ზეპირ და წერილობით პრეზენტაციას.