🔵სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (𝐂𝐒𝐈) მონაწილეობითი ბიუჯეტირების ონლაინ სასწავლო კურსზე მონაწილეთა შერჩევა დასრულდა და სწავლება დაიწყო.
🙌 𝟑𝟏𝟖 მსურველიდან კურსზე ჩაირიცხა 𝟗𝟏 . კურსის მსმენელებს შორის არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სტუდენტები და აქტივისტები.
კურსზე სწავლა ერთი თვის განმავლობაში – 27 აგვისტომდე, დისტანციურად წარიმართება. პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა 20 ივლისს, რომელიც სწავლების პროცესის მიმოხილვას დაეთმო.
წარმატებები მონაწილეებს👏
სასწავლო კურსი „მონაწილეობითი ბიუჯეტირება“ განთავსებულია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ონლაინ პლატფორმაზე http://e-learning.ge
აღნიშნული კურსზე სწავლება ხორციელდება USAID Local Governance Program • ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამა - ის ფარგლებში.