სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი იწყებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე
by სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (www.civilin.org) ევროკავშირის მხარდაჭერით იწყებს განაცხადების მიღებას სახელმწიფო შესყიდვების ონლაინ სასწავლო კურსზე. კურსი შექმნილია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით. კურსს უძღვებიან სააგენტოს წარმომადგენლები.
სწავლა დაიწყება მაისში და დასრულდება ივნისში
ონლაინ სწავლების შესახებ:
სასწავლო კურსი არის დისტანციური და ყველა აქტივობა: ლექციები, დისკუსიები, დავალებები, შეფასება და ა.შ. ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს. სწავლების გრაფიკი არის მოქნილი და სტუდენტს თავად შეუძლია დროის გადანაწილება.
შესაბამისად, მონაწილეებს ყოველდღიური საქმიანობის პარალელურად შეუძლიათ გაიარონ ონლაინ კურსი და მაქსიმალურად დაზოგონ რესურსები.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ ლინკი: https://forms.gle/QfBZ2qeMr5wfhUr98
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 აპრილი 2019 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსის აღწერა:
კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში
მონაწილე ნებისმიერი პირისთვის.
თუ თქვენ ხართ:
- საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის წევრი ან თანამშრომელი, სტუდენტი, საჯარო მოხელე, ან სამოქალაქო აქტივისტი
- გაინტერესებთ საზოგადოებრივი საქმიანობა, გაქვთ სურვილი ჩაერთოთ პოლიტიკის დიალოგის პროცესში, ან თქვენი ინტერესის სფეროა საჯარო სექტორის მონიტორინგი
სწავლა დაიწყება მაისში და დასრულდება ივნისში
ონლაინ სწავლების შესახებ:
ონლაინ სასწავლო პროგრამა 2014 წელს დაიწყო და ამ დრომდე რვა ციკლი წარმატებით დასრულდა. ჯამში 8 ციკლის განმავლობაში სწავლებაზე დარეგისტრირდა 3034 მონაწილე, ხოლო ჯამში გაიცა 1 084 სერთიფიკატი. მონაწილეთა 98% კმაყოფილია
პროგრამაში მონაწილეობით; 96% თვლის რომ ონლაინ სისტემა მოსახერხებელი და „მეგობრულია" სწავლისთვის; ხოლო 97% თვლის რომ ონლაინ კურსებიდან მიღებული ცოდნა გამოყენებადია მათ საქმიანობაში.
კურსზე სწავლა არის უფასო, ხოლო დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.
ონლაინ კურსებზე რეგისტრაცია:
ონლაინ-სასწავლო პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა. კურსებზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, მონაწილეთა შერჩევა ხდება მათი მოტივაციის და საქმიანობის მიხედვით. მონაწილეები, რომლებიც ჩაირიცხებიან კურსებზე, ადმინისტრაცია მეილზე მიაწოდებს დამატებით ინფორმაციას.
იხილეთ ლინკი: https://forms.gle/QfBZ2qeMr5wfhUr98
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 18 აპრილი 2019 წელი
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: (995 32) 2 36 36 00
საკონტაქტო პირი: თათა ბოჭორიშვილი
კურსის აღწერა:
კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ლაცაბიძე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით - შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების)
დასრულებული. კურსში წარმოდგენილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;