- ფორუმზე აქტიურობა ფასდება 10 ქულით
თემის მონახაზი
- ლექცია I - საკრებულოს უფლებამოსილებების ჯგუფები, საკრებულოს წევრის სტატუსი, როლი და უფლებამოსილებები
ლექცია I - საკრებულოს უფლებამოსილებების ჯგუფები, საკრებულოს წევრის სტატუსი, როლი და უფლებამოსილებები
ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს საკრებულოს და საკრებულოს წევრის როლი და უფლებამოსილებები, რათა მათი ანგარიშები გამომდინარეობდეს საჯარო მმართველობის იმ ამოცანებიდან რისთვისაც ამომრჩევლები ირჩევენ საკრებულოს წევრებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებების 5 ჯგუფი (პოლიტიკის განსაზღვრა; საფინანსო-საბიუჯეტო (ფულის განაწილება-ბიუჯეტის დაგეგმვა); აღმასრულებელი ორგანოს - მერის საქმიანობის ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა და განკარგვა; ნორმატიული რეგულაციები - წესების დადგენა); საკრებულოს წევრის სტატუსი და უფლებამოსილებები; საკრებულოს წევრის 11 როლი.- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით. 2023 წელი).
(ნაწილი I, ნაწილი II - თავი I. ალექსანდრე სვანიშვილი, 2016 წელი).
(თავი IV. მწვანე კავკასია - დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ოთარ კონჯარია. 2016).
დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(ანა ფირცხალაშვილი, 2021 წელი).
- მუნიციპალური სამართალი. (ვასილ გონაშვილი, ირაკლი კახიძე, ნანა ჭიღლაძე, 2023)
არ არის ატვირთული ელექტრონული ვერსია
- ლექცია II - საკრებულოს და მერიის ურთიერთობების საკანონმდებლო ფარგლები, საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის კონტროლის ფორმები
ლექცია II - საკრებულოს და მერიის ურთიერთობების საკანონმდებლო ფარგლები, საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი რგოლის კონტროლის ფორმები
ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს როლი აღმასრულებელი ორგანოს ზედამხედველობის/კონტროლის ნაწილში, მიმოიხილოს სამართლებრივი საფუძვლები და თითოეული მექანიზმი რომელიც ამ ეტაპზე საკანონმდებლო ჩარჩოთია განსაზღვრული, გამოკვეთოს მაკონტროლებელი სუბიექტები და ანგარიშვალდებული პირები/ორგანოები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობა და სამართლებრივი საფუძვლები; საკრებულოს საზედამხედველო მექანიზმები; ზედამხედველობის შედეგები.- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მუხლი 7, თავი მეცხრე).
(მუხლები: 16, 24, 26, 27, 28, 29, 31, 40, 44, 45, 46, 48, 51, 54, 62, 91, 106, 140).
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტები
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
- (ვახუშტი მენაბდე, თამარ პაპაშვილი, ნინო ქაშაკაშვილი, 2017).
(ნინო კაპანაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცი, 2023).
ტესტი მოიცავს 15 დახურული ტიპის კითხვას პირველი და მეორე ლექციებიდან. თითოეული კითხვა ფასდება 1 ქულით. ტესტის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 15 ქულას, ხოლო ტესტის დაწერის ხანგრძლივობა 20 წუთია.
- ლექცია III - მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო ფორმები/მექანიზმები საკრებულოს ჭრილში
ლექცია III - მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო ფორმები/მექანიზმები საკრებულოს ჭრილში
ლექციის მიზანია მსმენელმა მიიღებს ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო მექანიზმების არსებული მოთხოვნების შესახებ, აგრეთვე დაინახოს რა როლი ეკისრება საკრებულოს მონაწილეობის მექანიზმის იმპლემენტაციის პროცესში და რა შესაძლებლობები გააჩნია მას ამისათვის. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო მექანიზმები (პეტიცია; დასახლების საერთო კრება; საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა; საკრებულოს წევრის და მერის ყოველწლიური ანგარიშის საჯარო წარდგენა; საკონსულტაციო საბჭოები.); მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფართოდ გავრცელებული დამატებითი მექანიზმები.- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მუხლები 24, 26 და 51, თავი XI).
(თავი 3, გვ. 27-43. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2023 წელი).
(თავი I. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2022 წელი).
(თავი III, გვ. 47-58. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2023 წელი).
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტები
- ლექცია IV - მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი/ინოვაციური ფორმები/მექანიზმები საკრებულოს ჭრილში
ლექცია IV - მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი/ინოვაციური ფორმები/მექანიზმები საკრებულოს ჭრილში
ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი/ინოვაციური მექანიზმების შესახებ, რომელიც აღიარებული წარმატებულ ფორმებად საერთაშორისო და ადგილობრივ დონზე. ლექციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება საკრებულოს როლზე დამატებითი მექანიზმების დანერგვის, განხორციელების თუ მონიტორინგის დროს, ასევე განხილული იქნება არსებული პრაქტიკა და გამოწვევები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მოქალაქეთა მონაწილეობის დონეები და დამატებითი მექანიზმები, საკრებულოს როლი მათ დანერგვაში; მოქალაქეთა მონაწილეობის გავრცელებული მექანიზმები - თავისუფალი სივრცე (საკონსულტაციო პროცესი), მოქალაქეთა ქარტია (მუნიციპალური სერვისის სტანდარტის შემუშავება/მონიტორინგი); მოქალაქეთა ასამბლეა და მონაწილეობითი ბიუჯეტირება (სათათბირო დემოკრატია).- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მუხლი 85);
(თავი I და III, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2022 წელი).
(თავი III, გვ. 60-85. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2023 წელი).
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, 2023).
- ლექცია V - საკრებულოს მიერ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ფორმები
ლექცია V - საკრებულოს მიერ საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის ფორმები
ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ციკლი და მოქალაქეთა მონაწილების გარანტიები მის შემუშავების, განხორციელების და ანგარიშვალდებულების ეტაპებზე. მიმოხილული იქნება პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი მიდგომები, მათ შორის გენდერული და მწვანე ბიუჯეტის კუთხით. ამასთან, ლექციის ფარგლებში მოცემული იქნება ინფორმაცია არსებული პრაქტიკის და გამოწვევების შესახებ. ლექციის შედეგად მსმენელი გაეცნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და გააანალიზებს მისი ეფექტიანი გამოყენების უპირატესობებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ცნება/ პროგრამული ბიუჯეტი; ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი - ძირითადი ეტაპები; მოქალაქეთა მონაწილეობის მონაწილეობა საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო კალენდარი.- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(თავები: IV, XI, XII).
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), 2021 წელი).
ფინანსთა მინისტრის ბრძანება №385. (2011 წელი 8 ივლისი).
(USAID/EECMD/EPRC, 2020 წელი).
(საქართველოს პარლამენტი/CENN, 2021 წელი).
(საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, 2024 წელი).
- ლექცია VI - საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები
ლექცია VI - საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები
ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, ასევე ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები და კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კანონით განსაზღვრული ფორმები; საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კარგი პრაქტიკა (საკრებულოს წევრის სამუშაო გეგმა; ამომრჩეველთა საჭიროებების კვლევა; საკრებულოს წევრის ბლოკნოტი; მოქალაქეებთან ურთიერთობის დისტანციური არხები).- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით. 2023 წელი).
(ნაწილი II - თავი I. ალექსანდრე სვანიშვილი, 2016 წელი).
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(ანა ფირცხალაშვილი, 2021 წელი).
(მწვანე კავკასია - დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ოთარ კონჯარია. 2016).
- მუნიციპალური სამართალი. (ვასილ გონაშვილი, ირაკლი კახიძე, ნანა ჭიღლაძე, 2023)
არ არის ატვირთული ელექტრონული ვერსია- ტესტი მოიცავს 15 დახურული ტიპის კითხვას მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ლექციებიდან. თითოეული კითხვა ფასდება 1 ქულით. ტესტის მაქსიმალური შეფასება შეადგენს 15 ქულას, ხოლო ტესტის დაწერის ხანგრძლივობა 20 წუთია.
- ლექცია VII - საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის შედგენისა და წლიური ანგარიშის საჯარო მოსმენის სტანდარტები
ლექცია VII - საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის შედგენისა და წლიური ანგარიშის საჯარო მოსმენის სტანდარტები
ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის შედგენისა და წლიური ანგარიშის საჯარო მოსმენის როგორც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის ფორმა; ანგარიშის საჯარო მოსმენის ორგანიზება (საკრებულოს წევრის მიერ პროცესის სამ ეტაპიან დაგეგმვა/შეფასება: საჯარო შეხვედრამდე; საჯარო შეხვედრის პროცესში; საჯარო შეხვედრის შემდეგ).- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით. 2023 წელი).
(ნაწილი I, ნაწილი II - თავი I. ალექსანდრე სვანიშვილი, 2016 წელი).
(თავი IV. მწვანე კავკასია - დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ოთარ კონჯარია. 2016).
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(ანა ფირცხალაშვილი, 2021 წელი).
- მუნიციპალური სამართალი. (ვასილ გონაშვილი, ირაკლი კახიძე, ნანა ჭიღლაძე, 2023)
არ არის ატვირთული ელექტრონული ვერსია
- ლექცია VIII - საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების სტანდარტები
ლექცია VIII - საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების სტანდარტები
ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების როგორც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობა, პერიოდულობა, თემატიკის შერჩევა; ანგარიშის საჯარო მოსმენის ორგანიზება (მოიცავს საკრებულოს წევრის მიერ პროცესის სამ ეტაპიან დაგეგმვა/შეფასებას: საჯარო შეხვედრამდე; საჯარო შეხვედრის პროცესში; საჯარო შეხვედრის შემდეგ).- ძირითადი საკითხავი ლიტერატურა
(მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი (MSDC), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) მხარდაჭერით. 2023 წელი)
- დამატებითი საკითხავი ლიტერატურა
(ალექსანდრე სვანიშვილი, 2016 წელი).
(ანა ფირცხალაშვილი, 2021 წელი).
(მწვანე კავკასია - დავით ლოსაბერიძე, კონსტანტინე კანდელაკი, მამუკა აბულაძე, ოთარ კონჯარია. 2016).
- მუნიციპალური სამართალი. (ვასილ გონაშვილი, ირაკლი კახიძე, ნანა ჭიღლაძე, 2023)
არ არის ატვირთული ელექტრონული ვერსია- დავალება ითვალისწინებს, რომ სარეკომენდაციო ფორმით მოამზადოთ საკრებულოს წევრის სამუშაო გეგმა. დავალება იწერება „ვორდში“ და მას განათავსებთ („ატვირთავთ“) სისტემაში (დავალების ნაწილში). დაწერილ დავალებაში (დოკუმენტში) უნდა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი. საშუალება გაქვთ ატვირთოთ მხოლოდ ერთი ფაილი. ფაილის მოცულობა შეზღუდულია და არ შეილება აღემატებოდეს 2 MB-ს. ამასთან, რეკომენდებულია, რომ დავალება არ აღემატებოდეს 3 გვერდს. დავალების მაქსიმალური შეფასებაა 10 ქულა.