მოდულის შესახებ

დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს რეალური დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება. თავის მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ფუნქციების ეფექტურად და ეფექტიანად განხორციელებისთვის აუცილებელია მათ  მიერ უფლებამოსილებების მონაწილეობითი მიდგომების გამოყენებით განხორციელება, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობა და საზოგადოების წინაშე მათი ანგარიშვალდებულება. აღნიშნული თავის მხრივ, მოითხოვს მუნიციპალიტეტის ორგანოების წარმომადგენელთა შესაბამის ცოდნას, უნარებს, კომპეტენციას და მოტივაციას.

მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიმართულებით მუნიციპალიტეტის სისტემაში შემავალი ინსტიტუციების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შემუშავდა ონლაინ სასწავლო პროგრამა „ადგილობრივი თვითმმართველობა მოქალაქეთა მონაწილეობა“. სასწავლო პროგრამა მოიცავს სამ მოდულს: 

  • მოდული I -  ადგილობრივი თვითმმართველობის საფუძვლები, უფლებამოსილებები და მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები; 
  • მოდული II - მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა; 
  • მოდული III -  მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში  მოქალაქეთა მონაწილეობა.

მოდული II -  “მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა“, წარმოადგენს სასწავლო პროგრამის ერთ-ერთ მოდულს. ეს მოდული შედგენილია მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების, საკრებულოს აპარატის მოხელეებისთვის. სასწავლო პროგრამა შეიძლება ასვე საინტერესო იყოს მერიის მოხელეებისთვის და მუნიციპალიტეტის სისტემაში არსებული ინსტიტუციების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის მუნიციპალიტეტის სათათბირო საბჭოების წევრებისთვის.

ონლაინ სასწავლო პროგრამა შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში.