მოგესალმებით,
პირველ რიგში მინდა, გამოვხატო ჩემი პატივისცემა და მადლიერება მოდულის იდეის ავტორების, მასზე მომუშავე გუნდის და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ეს სასწავლო კურსი მოამზადა და მასში მონაწილეობდა. ყოველ გაკვეთილში იგრძნობა, რამხელა შრომა და ენერგიაა ჩადებული მის შესაქმნელად, რამდენია ნაფიქრი და დიდი მადლობა, ვინაიდან, მე პირადად პირველმა მოდულმა ბევრი საინტერესო ინფორმაცია მომცა და ასევე რაღაც იდეებიც გამიჩინა, რასაც ვფიქრობ, რომ განვახორციელებ ჩემს კოლეგებთან ერთად. :))
რაც შეეხება მეორე მოდულს, დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო ინფორმაციული და საინტერესო იქნება ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის.
პირველ ვიდეოგაკვეთილში ბატონი კოკა კიღურაძე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების თემაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ საკრებულოს წევრის პასუხისმგებლობაა მისი პოზიცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ანგარიშის შეფასებისას. მე მხოლოდ ჩვენი საკრებულოს მაგალითი მინდა, გაგიზიაროთ. რუსთავის საკრებულოს მოცემულობა ყველასთვის ცნობილია და დეტალებში აღარ შევჩერდები. წლევანდელი პრაქტიკა კი ასეთია, - გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში ხუთივე კომისიაზე, რომლებსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ, შეფასდა უარყოფითად. არც პროცენტულ მონაცემებს არ გაგაცნობთ, ვინაიდან მაღალი ციფრებია, მაგრამ ჩვენი საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა აცხადებს, რომ რამდენი პროცენტითაც არ უნდა შესრულდეს ბიუჯეტი, ჩვენგან დადებითი შეფასება არ ექნება.
ვისურვებდი, რომ დეპუტატი პარტიულ კუთვნილებაზე მაღლა იდგეს და პოლიტიკური რევანშისთვის არ გამოიყენოს დაკავებული თანამდებობა, რაც მის ამომრჩეველსაც აზიანებს..
ასეთი მაგალითებით მოდულის განმავლობაში მოგამარაგებთ :))
ძალიან დიდი მადლობა ქ-ნ მარინა თქვენი ინტერესისთვის
გეთანხმებით, რომ ზოგადად სერიოზული პრობლემაა პარტიულ მიკერძოებაზე და არგუმენტების გარეშე დისკუსებზე დაფუძნებული პოლიტიკა მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ რომ ეს "პოლიტიკური თამაშები" გრძელდება სანამ მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი ამას იტანს. ჩემი აზრით ნებისმიერი შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი, საკრებულოს წევრი, გათვლას ამომრჩევლის საჭიროებებზე უნდა აკეთებდეს და ეს მისთვის გარანტიაა რომ შედგეს და დარჩეს ნამდვილ პოლიტიკოსად.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ბატონო კოკა,
გეთანხმებით, შორსმჭვრეტელობა ერთ-ერთი აუცილებელი თვისებაა პოლიტიკოსისთვის, განსაკუთრებით კი ეს ადგილობრივ თვითმმართველობაში მონაწილე პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ მუდამ. ამასობაში კი ამომრჩეველი "იზრდება" და ამდენი ცნობიერების კამპანიები თუ სხვადასხვა ტიპის პროგრამები მათ ინფორმირებულობასაც განაპირობებს.
მაგალითად: ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი საკრებულოს წევრი არ უჭერს მხარს მერიის მიერ წარმოდგენილ საკითხს - საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მოწონების თაობაზე. ან/და, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების თაობაზე. სადაც ჩამოთვლილია ისეთი პროექტები, რომლებიც ხმათა უმრავლესობით იქნა მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერილი (დასახლების საერთო კრებებზე). ასეთი საქმის გაკეთების შესაძლებლობას არ უჭერს მხარს და საკითხის კენჭისყრის პროცედურის დროს აფიქსირებს, რომ თავი შეიკავა საკითხის მხარდაჭერისგანნ (სავარაუდოდ იმიტომ რომ არის ოპოზიციონერი). აღნიშნული ქმედება არ მიმაჩნია სწორად, ვინაიდან ის ეწინააღმდეგება საკუთთარი ამომრჩევლის ნებას, შესრულდეს ესათუის პროექტი მუნიციპალიტეტში. ჩემის აზრით, ამ შემთხვევაში, მან საკუთარი თავშეკავების მოტივი, გნებავთ არგუმენტი/განმარტება უნდა ჩამოუყალიბოს საკრებულოს კენჭისყრის დასრულების შემდეგ (სიტყვით) ან დაურთოს ოქმს წერილობითი სახით.
ნათია, მოგესალმებით
მე არ ვიცი, რომელი მუნიციპალიტეტის მაგალითია, რომელიც თქვენ მოიხმეთ, თუ ჰქონდა ადგილი საერთოდ მსგავს შემთხვევას, თუმცა ის ვიცი, რომ მსგავსი რამ ჩვენს საკრებულოშიც კი არ მომხდარა, სადაც მუდმივი გაწევ-გამოწევა გვაქვს... მასეთ შემთხვევაში საკრებულოს წევრს სრულად არ ჰქონია გააზრებული საკუთარი უფლებამოსილება და როგორც ბატონმა კოკამ თქვა, მისი უდიდესობა ამომრჩეველი "დააყენებს" სწორ გზაზე, სავარაუდოდ :))
გაგაოცეთ ხომ ჩემს მიერ მოყვანილი შემთხვევის მაგალითზე. დაგიზუსტებთ, რომ ნამდვილად ქონია მსგავს შემთხვევას ადგილი და არა ერთხელ (არ დავაკონნკრეტებ მუნიციპალიტეტს). მაგ და სხვა საკითხებზეც, მაგალითად თავი შეიკავა საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების გაზრდაზეც :)
მეგობრებო, როგორც დაგპირდით, სულ ახალ-ახალი მაგალითებით მოგამარაგებთ-მეთქი და მსურს, გაგიზიაროთ დღევანდელი ჩვენი საკრებულოს სხდომის ამბავი. :))
ეს შეეხება გასული წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შეფასებას.
ლექციებში ჩვენ მოვისმინეთ, რომ ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია საკრებულოს წევრის შეფასება ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენისას. თუმცა ჩემთვის ბოლომდე კარგად გასაგები არაა, როცა საკრებულოს წევრი უარყოფითად აფასებს ბიუჯეტის შესრულებას, რა მოაქვს მისთვის ამ პოზიციას. დღეს ნაცმოძრაობამ და გახარიას ფრაქციამ უარყოფითი შეფასება მისცეს რუსთავის ბიუჯეტის შესრულებას, მაშინ, როცა ის 93,1 %-ით შესრულდა, ქონების ნაწილში შემოსულობები 112%, ხოლო იჯარებში 224% შეადგინა, ამოქმედდა რამდენიმე სრულიად ახალი ქვეპროგრამა ჯანდაცვის მიმართულებით, ასევე გაფართოვდა 30-ზე მეტი სოციალური ქვეპროგრამის ბიუჯეტი.. უბრალოდ, მართლა მაინტერესეს, რა შედეგამდე მივა ასეთი დამოკიდებულებით ის ფრაქცია, რომელიც მხოლოდ ვიწრო პოლიტიკური მოსაზრებით იხელმძღვანელებს.. თუმცა, მესმის, რომ რიტორიკული შეკითხვაა :))
მადლობა