დღე მშვიდობისა კოლეგებო.
ასეთი ხედვა მაქვს და თქვენი მოსაზრებაც საინტერესო იქნებოდა.
დასახლების საერთო კრების მოწვევა მერთან ერთად, მერის წარმომადგენელსაც რომ ჰქონდეს, ხელს ხომ არ შეუწყობდა ამ მექანიზმის მეტად ეფექტიანობას?
და ზოგადად, მერის წარმომადგენლები, უფრო მეტი უფლებამოსილებებით რომ აღვჭურვოთ, რეალური "მიკრო მერები" რომ გავხადოთ ადგილობრივ ადმინისტრაციულ ერთეულებში, რამდენადაც, რუსთავის მაგალითზე, შარტავას ადმინისტრაციულ ერთეულში 11 000 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
მერის წარმომადგენლების მხრიდან ცალკე კრების მოწვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჩვენს მუნიციპალიტეტში როცდესაც მერი მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან იმ დასახლებაში მერის წარმომადგენლები ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის ინფორმირების, ორგანიზაციული საკითხებისა და ასევე მერის ინფორმირების კუთხით, შესაძლოა კონკრეტულ კრებას ვერ დაესწროს ყველა მოქალაქე, წარმომადფგენელი კი ფლობს აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციას, და ხელს უწყობს რომ აქტუალური საკითხები ყურადღების მიღმა არ დარჩეს. ჩვენს მუნიციპალიტეტში თითქმის ყველა წარმომადგენელი და მაჟორიტარი დეპუტატიც იმავე თემიდანაა, ასე რომ მოსახლეობას თავად იცნობს და გამოწვევების შესახებაც ყველაზე ზუსტ და ობიექტურ ინფორმაციას ფლობენ.
მოგესალმებით,
დასახლების საერთო კრების მოწვევა მერთან ერთად, ვერ ვხდები დამატებით ეგ ფუნქცია რას შესძენს წარმომადგენლებს, ან რას მოუტანს? ეს ჩემი მოკრძალებული აზრია. რადგან ისედაც მუნიციპალიტეტში როდესაც მერი მართავს შეხვედრებს მოსახლეობასთან, ( არა მარტო შეხვდრების დროს) მერის წარმომადგენლები დეპუტატებთან ერთად ყოველთვის აქტიურად არიან ჩართულები, სწორედ ისინი ახორციელებენ მოსახლეობის ინფორმირების, ორგანიზაციული საკითხებისა და მერისა და საკრებულოს ინფორმირებას. საკითხი რომელიც ეხება თავიანთ თემს წარმომადგენლები საკითხის თუ პრობლემის დასაწყისიდანვე ჩართულები არიან, ყველა მუნიციპალიტეტში ვფიქრობ ასე იქნება როგორც ჩვენთანაა, თითქმის ყველა წარმომადგენელი და მაჟორიტარი დეპუტატიც იმავე სოფლის მაცხოვრებელია, შესაბამისად კარგად იცნობენ სოფლის პრობლემს და გამოწვევებს. სიამოვნებით მოვისმენ ამ საკითხთან დაკავშირებით არგუმენტებს, წარმომადგენლებს თუ მიეცემათ დამატებით აღნიშნული ფუნქცია რას უნდა ველოდოთ?