მოგესალმებით მეგობრებო,
✅პროგრამა დასასრულს უახლოვდება და მეორე მოდულის ფარგლებში შესასრულებელი გაქვთ წერითი დავალება, რომელიც გაიხსნება ხვალიდან 15 აპრილიდან და დაიხურება 17 აპრილს, 23:59 საათზე. დავალება ფასდება 10 ქულით.
✅წერითი დავალების დეტალური აღწერა მოცემულია დავალების ველში და შეგიძლიათ გაეცნოთ.
წარმატებებს გისურვებთ და ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ
წერითსაც კონკრეტული დრო აქვს განსაზღვრული? დეტალები ვერ ვნახე ვერსად... თუ როცა გაიხსნება, მაშინ ვნახავთ პირობებსაც და რას ითხოვს დავალება, მაგასაც?
ცოტა უფრო მეტი კონკრეტიკა რომ მოგვცეთ, თუ არის შესაძლებელი? ბნელ ოთახში კატის ჭერასავით შეგრძნება მაქვს, წარმოდგენა არ მაქვს, რა ფორმისაა დავალება, მაქვს თუ არა დრო, რამდენი უნდა დავწერო, რა დავწერო, თავისუფალი თემატიკაა (ცხადია, მოდულის შესახებ) თუ უფრო ვიწრო თემა? :)) სიმბოლოების რაოდენობაა განსაზღვრული თუ შეზღუდული არაფერში ვართ?
მადლობა წინასწარ
მოგესალმებით ყველას,
ამ მოდულის წერითი დავალების ტექნიკური და შინაარსობრივი პირობები მოცემული არის "წერითი დავალების" ნაწილში. წერითი დავალების ნაწილი სრულად გამოგიჩნდებათ, იმ პერიოდიდან როცა გიწევთ დავალების შესრულება. კერძოდ, 15 - 17 აპრილი. ანუ გამოგიჩნდებათ 15 აპრილიდან და უნდა შეასრულოთ (ნაშრომი სისტემაში ატვირთოთ) 17 აპრილის ჩათვლით.
15 აპრილიდან რომ შეხვალთ წერითი დავალების ნაწილში, თქვენ დაგხვდებათ შემდეგი ინფორმაცია:
- მოდულის მაგ ნაწილში შესავალის სახით მოცემული იქნება ინფორმაცია თუ ტექნიკურად (ტენიკური პარამეტრები) როგორ უნდა შეასრულოთ დავალება;
- მიბმული იქნება Word-ის დოკუმენტი სადაც აღწერილი იქნება წერითი დავალების შინაარსობრივი ნაწილი. ანუ რას გულისხმობს დავალება შინაარსობრივად.
არაუგვიანეს 17 აპრილისა, თქვენს მიერ შესრულებული დავალება (შესაბამისი Word-ის დოკუმენტი) უნდა ატვირთოთ წერითი დავალების ნაწილში. ანუ თქვენთითონ დამოუკიდებლად ადგენთ Word-ის დოკუმენტს და მერე ატვირთავთ.
გისურვებთ წარმატებებს.
მადლობა ინფორმაციისთვის. ანუ ჩვენ 15 დან შეგვიძლია მუშაობა დავიწყოთ დავალებაზე და დროში 17 მდე არ ვართ შეზღუდული? მაგალითად 1 საათი ან 30 წუთი როგორც წინა ტესტირებებზე იყო დრო ლიმიტირებული მუშაობის დაწყებიდან.
ეს არის წერითი დავალება და მის დასაწერად გაქვთ 3 დღე (15-17 აპრილი). თქვენთვის იმუშავებთ Word-ის დოკუმენტში და მერე ატვირთავთ შედგენილ დოკუმენტს.
მადლობა :)❤️
მადლობა განმარტებისთვის, ბატონო ლევან,
ანუ თამამად შემიძლია, გავხსნა დავალება და ჩავხურო, ანუ დავასრულო ზეგ :)