მოგესალმებით,
დიდი მადლობა ამ მოდულის შექმნისათვის და მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაციების გაზიარებისათვის.
პრაქტიკული თვალსაზრისით საინტერესო იქნება თითოეული თქვენგანის მოსაზრებები, როგორ შიძლება გავხადოთ მოქალაქე უფრო აქტიური ჩაერთოს წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაში. ამის შესახებ არაერთი მოსაზრება გამოთქმულა, თუმცა საინტერესო იქნება პრაქტიკულად განვიხილოთ აღნიშნული საკითხი.
რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო არაერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან თანამშრომლობით ბევრ აქტივობას ახორციელებს.
გადამზადდა საკრებულოს წევრები საზედამხედველო მექანიზმებისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, ყველა მათგანმა წარადგინა ანგარიში წერილობითი, ფორმით ასევე უმრავლესობამ, მოაწყო საჯარო განხილვები.
იმართება ბიუჯეტის საჯარო განხილვები.
სხდომების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ქვეყნდება.
მაქსიმალურად გამჭირვალეა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს შესახებ, რომელიც ასევე არაერთ მნიშვნელოვან აქტივობას ახორციელებს.
მუდმივად ვმასპინძლობთ მოხალისე სკოლის მოსწავლეებს და ვრთავთ სხვადასხვა აქტივობაში.
პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1 %-ს ჩოხატაურის საკრებულომ პეტიციის ონლაინ წარდგენის შემთხვევაში ეს ზღვარი 0.5 % -მდე დაწია.
ზემოაღნიშნული მექანიზმების და აქტივობების მიუხედავად მოქალაქეთა მხრიდან პასიურობაა, იშვიათად თუ შევხვდებით ისეთ მოქალაქეს, რომელიც საკუთარი სურვილით ჩაერთვება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, ასევე კვლევის თანახმად, რომელიც USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა, საკრებულოს მიმართ კმაყოფილების ხარისხი 61 %-ია, მერიის მაჩვენებლზე რამდენიმე პროცენტით ნაკლები.
თქვენი აზრით რა შიძლება იყოს ამის გამომწვევი მთავარი მიზეზი და რა რეკომენდაციები გექნებათ.
პატივისცემით
მარიტა მგალობლიშვილი
ამ 2 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ ყველამ გავიაზრეთ რომ მოქალაქეების ჩართულობის ასამაღლებლად საჭიროა მუდმივი კომპლექსური მუშაობა, მხოლოდ ერთი კომპონენტის ხელშეწყობა სიტვაციას ვერ შეცვლის, საჭიროა მუნიციპალიტეტებმა მუდმივად იმუშაონ და გააუმჯობესონ შემდეგი მექანიზმები:
- საზოგადოების ინფორმირება პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ;
- ცალკეულ ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვა საჯარო პოლიტიკების შესახებ;
- მოქალაქეებთან თანამშრომლობა ადგილობრივი პრობლემების გზების გადასაჭრელად, ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერება სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით.
- ადგილობრივი თემების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივი ბიუჯეტირება პეტიცია და სხვა.