Re: მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
by ნინო მეტრეველი - გამარჯობათ,
ამ 2 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ ყველამ გავიაზრეთ რომ მოქალაქეების ჩართულობის ასამაღლებლად საჭიროა მუდმივი კომპლექსური მუშაობა, მხოლოდ ერთი კომპონენტის ხელშეწყობა სიტვაციას ვერ შეცვლის, საჭიროა მუნიციპალიტეტებმა მუდმივად იმუშაონ და გააუმჯობესონ შემდეგი მექანიზმები:
- საზოგადოების ინფორმირება პრიორიტეტებისა და გეგმების შესახებ;
- ცალკეულ ჯგუფებთან კონსულტაციების გამართვა საჯარო პოლიტიკების შესახებ;
- მოქალაქეებთან თანამშრომლობა ადგილობრივი პრობლემების გზების გადასაჭრელად, ღია მმართველობის პარტნიორობის გაძლიერება სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით.
- ადგილობრივი თემების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში - ადგილობრივი ბიუჯეტირება პეტიცია და სხვა.