საკრებულოს საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად აუდიო/ვიდეო/ფოტო გადაღებისას პირის თანხმობის რომელ ფორმებს იყენებთ?
by ნინო მეტრეველი - მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან საინტერესოა საკრებულოს, ბიუროს და კომისიის სხდომებზე აუდიო ვიდეო ფოტოგადაღების თანხმობის მისაღებად რა ფორმებს იყენებთ? ზეპირ თანხმობას თუ ხელმოწერით ადასტურებინებთ?
ასევე მაინტერესებს საჯარო შეხვედრების დროს პირის თანხმობის რომელი ფორმა იქნება უფრო მიზანშეწონილი?
Re: საკრებულოს საქმიანობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონის შესაბამისად აუდიო/ვიდეო/ფოტო გადაღებისას პირის თანხმობის რომელ ფორმებს იყენებთ?
by მაკა ბერიძე - მოგესალმები ნინო,
ეს საკითხი მეც მაინტერესებს? როდესაც ხდება საჯარო შეხვედრების, ღონისძიებების გადაღება, აუდიო ვიდეო ფოტოგადაღების თანხმობის მისაღებად რა ფორმებს იყენებთ? ზეპირ თანხმობას თუ არსებობს ფორმა რემელზეც ხელმოწერით ადასტურებინებთ?