დღე მშვიდობისა.
ვუერთდები საერთო მადლობებს და გამოვხატავ მადლიერებას.
წარმატებები
მოგესალმებით,
მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმ შესაძლებლობისთვის რაც მოგვეცა თითოეულ კურსის მსმენელს. ყველაფერი იყო ძალიან ორგანიძებული და ონლაინ სწავლების თანამედროვე სტანდართებთან მისადაგებული. დროის უქონლობის გამო ვერ ვიაქტიურე ფორუმზე, რაც გულდასაწყვეტი მომენტია ჩემთვის, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვახერხებდი გავცნობოდი კურსანტების მოსაზრებას ამთუიმ საკიხის მიმართ.
გისურვებთ ძალიან ბევრ წარმატებას და ბევრ კმაყოფილ მოსწავლეს მთელ ადმინსტრაციულ გუნდს.
პატივისცემით,
დარეჯან ზღუდაძე
მოგესალმებით,
მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნაყოფიერი და ორგანიზებული კურსისთვის.
პატივისცემთ,
მაკა ბერიძე.
მოგესალმენით,
მსურს, შევუერთდე ჩემი კოლეგების მადლიერებას და ვთქვა, რომ ნამდვილად სასარგებლო და მნიშვნელოვანი კურსი იყო ჩემთვის, დატვირთული და საინტერესო.
მართალია, ყველაფერი ეს სხვადასხვა ნორმატიულ აქტებში თუ გამოცემაში წერია და თითქოს მხოლოდ წაკითხვაა საკმარისი, თუმცა პროფესიონალების მიერ დამუშავებული და სისტემატიზებული ინფორმაცია ბევრად სასარგებლოა და ამ შრომისათვის კიდევ დამატებითი მადლობა კურსის შემქმნელებს, იდეის ავტორებს, მასზე მომუშავეებს.
მადლობა ელექტრონული გამოცემებისთვისაც, რამდენიმე მათგანი ნამდვილად სამაგიდო წიგნია.
წარმატებებს და ნაყოფიერ მუშაობას გისურვებთ ყველას ჩვენი საზოგადოების საკეთილდღეოდ.