ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეიქმნა სსიპ "ბაკურიანის განვითარების სააგენტო" ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ გადასცა ყველა უფლებამოსილება, გარდა გარე რეკლამის განთავსების რეგულირებისა და გარე განათებისა. ამ შემთხვევაში მაინტერესებს მერიას სრულიად ეხსნება ამ ტერიტორიის განვითარების ანგარიშვალდებულება საკრებულოს წინაშე ?ყველა გადაცემული უფლებამოსილებებთან დაკავშირებით?
ასევე საინტერესო იქნება ჩემთვის სხვა მუნიციპალიტეტებში თუ არსებობს მსგავსი შემთხვევა სსიპ თან დაკავშირებით სიამოვნებით გავეცნობი თქვენს პრაქტიკებს :)
მოგესალმებით ქ-ნ ნინო
დიდი მადლობა შეკითხვის და თქვენი ინტერესისთვის
საქრთველოს ორგანული კანონის მიხედვით უფლებამოსილებები ეკუთვნის მუნიციპალიტეტს, შესაბამისად სრული პასუხისმგებლობა მის განხორციელებაზე სწორედ მუნიციპალიტეტს დაეკისრება. მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა შექმნას კერძო სამართლის იურდიული პირები, ცალკეული მომსახურებები დაუკვეთოს სხვა კერძო სამართლის პირებს მაგრამ ეს მას არ ათავისუფლებს პასუხიმგებლობისგან. დაბა ბაკურიანის ტერიტორიაზე მომსახურების მიწოდების უფლებამოსილება გადაცემული აქვს სსიპ ბაკურიანის განვითარების სააგენტოს მაგრამ მის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს აღმასრულებელი ორგანო - მერი, შესაბამისად მერს არ ეხსნება ანგარიშვალდებულება საკრებულოს წინაშე.
მადლობა ბატონო კოკა პასუხისთვის.