მაინტერესებს პრაქტიკაში
საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე (პერიოდულად ანგარიშების წარდგენა) როგორ ფიქრობთ ქმედითი საქმიანობაა თუ ფორმალური ხასიათისაა?
მოგესალმებით ქ-ნ ნატალია
მადლობა შეკითხვისთვის და თქვენი ინტერესისთვის.
საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენა კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა, ამავდროულად ეს ინსტრუმენტი საკრებულოს წევრს აძლევს ქმედით ბერკეტს, რომ ჰქონდეს და შეინარჩუნოს ამომრჩეველთან პირდაპირი კომუნიკაცია. საკრებულოს წევრი პოლიტიკოსია და ამომრჩეველთან ანაგრიშვალდებულების გარეშე მისი პოლიტიკაში ყოფნა ყოველთვის პარტიის და პარტიული ლიდერების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამ კითხვას ასე ვუპასუხებდი, ისეთი საკრებულოს წევრისთვის რომლისთვის მნიშვნელოვანია რომ ამომრჩეველის ნებაზე იყოს დამოკიდებული მისი პოლიტიკაში ყოფნა, მისთვის ეს ქმედითი და აუცილებელი ინსტრუმენტია, ხოლო ყველა დანარჩენისთვის ეს ალბათ უფრო ფორმალური იქნება.
მოგესალმებით ნატალია,
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშების წარდგენა განსაზღვრულია კანონით, როგორც ვალდებულება, ვფიქრობ, საკრებულოს წევრმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი, პირიქით ანგარიშგება უნდა გამოიყენოს, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ამომრჩევლებთან უშუალო კომუნიკაციისთვის, მისი როგორც პოლიტიკოსის და ლიდერის ავტორიტეტის შექმნისთვის, საკრებულოს წევრის სხვადასხვა როლის აქტიურად გამოყენებისთვის, რაც საბოლოოდ საჯარო მმართველობის ამოცანების წარმატებით განხორციელებას ემსახურება. ანგარიშის წარდგენა ფორმალური ხასიათის იქნება თუ ქმედითი საქმიანობა, მხოლოდ საკრებულოს წევრზეა დამოკიდებული.