მოგესალმებით,
დიდი მადლობა საინტერესო ლექციისთვის.
ჩემთვის , როგორც საკრებულოს იურისტისთვის, საინტერესოა თქვენი მოსაზრება შემდეგ საკითხთან დაკავშირებით.
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს წევრი უფლებამოსილია წარადგინოს საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტები, გარდა იმ შემთვევაში თუ ეს უფლებამოსილება არ განეკუთვნება საკრებულოს თავმჯდომარისა და მერის უფლებამოსილებას, ასევე 46-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპინქტის შესაბამისად უფლებამოსილია ,,საკრებულოს სხდომაზე დასვას საკითხი განსახილველად“. მაინტერესებს, აქვს თუ არა უფლება საკრებულოს წევრს საკრებულოს სხომაზე დააყენოს დღის წესრიგით გაუთვალისწინებელი დამატებითი საკითხის განხილვა?
ნონა, სალამი,
საკრებულოს სხდომისთვის ყოველთვის შეიძლება ვერ მოესწროს საკითხების მომზადება, ან გაუთვალისწინებლად წამოიჭრას რამე, ან კიდევ ბიუროდან საკრენულოს სხდომამზე ახალი გარემოებები შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგშიც ხმათა უმრავლესობით შეიძლება საკითხის ჩამატება, ასევე "სხვადასხვაში" მისი განხილვა, ასევე ფრაქციის სახელით გამოსვლა (7წთ მაქსიმუმ), დეპუტატს უშუალოდ პერსონალურად შეუძლია საკითხის წამოჭრა და ამ მხრივ საკრებულოს წევრს შეზღუდვა არ აქვს. ცხადია, ეს გულისხმობს კოლეგიალობასაც და დროის გონივრულად გამოყენებასაც, თავისთავად ))