Re: საკრებულოს წევრის უფლებამოსილებები
by მარინა ლიპარტელიანი - ნონა, სალამი,
საკრებულოს სხდომისთვის ყოველთვის შეიძლება ვერ მოესწროს საკითხების მომზადება, ან გაუთვალისწინებლად წამოიჭრას რამე, ან კიდევ ბიუროდან საკრენულოს სხდომამზე ახალი გარემოებები შეიძლება გაჩნდეს. ამიტომ საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგშიც ხმათა უმრავლესობით შეიძლება საკითხის ჩამატება, ასევე "სხვადასხვაში" მისი განხილვა, ასევე ფრაქციის სახელით გამოსვლა (7წთ მაქსიმუმ), დეპუტატს უშუალოდ პერსონალურად შეუძლია საკითხის წამოჭრა და ამ მხრივ საკრებულოს წევრს შეზღუდვა არ აქვს. ცხადია, ეს გულისხმობს კოლეგიალობასაც და დროის გონივრულად გამოყენებასაც, თავისთავად ))