ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის მუშაობის ძირითადი პრინციპებია საჯაროობა, ანგარიშვალდებულება, საკითხის კოლეგიალური განხილვა და გადაწყვეტა. გამომდინარე აქედან პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა ერთმნიშვნელოვნად დამოკიდებულია საზოგადოებასთან ნდობაზე დამყარებულ აქტიურ კომუნიკაციაზე, რაც ზრდის მოსახლეობისთვის ინფორმაციის დროულად მიწოდების ხარისხს და მათ ჩართულობას მიმდინარე პროცესებში.
მოგეხსენებათ ყველა ორგანიზაციას აქვს გარკვეული ხარისხის მართვის სისტემა, თუმცა ეს სისტემა ყველას და ყოველთვის არ ააქვს გაწერილი დოკუმენტურად, აქედან გამომდინარე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სურვილი ქონდა დაენერგა ხარისხის მართვის სისტემა. ჩვენი ორგანიზაციის ინსტიტუციური განვითარებისთვის განისაზღვრა ორი საკითხი, საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციების ხარისხის გაუმჯობესება და მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება. შიდა კონსულტაციების შემდეგ გადაწყდა პირველ ეტაპზე ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განხორციელდეს მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხის გაუმჯობესება.
ძალაინ კარგი აქტივობაა, გისურვებთ წარმატებებს ახალ წამოწყებულ საქმიანობაში :)
საინტერესოა, იმედია, ხელშესახებ შედეგებს დადებთ და ამაში ვფიქრობ, სხვა მუნიციპალიტეტების კარგი პრაქტიკის გაზიარება დაგეხმარებათ.