მოგესალმებით ყველას! პირველ რიგში მინდა ავღნიშნო რომ ძალიან საიმტერესო ლექცია იყო. ძალიან მკაფიოდ იყო ჩამოყალიბებული საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოზე საზედამხედველო საქმიანობის გაწევის მექანიზმები. მომხსენებელმა სწორად აღნიშნა, რომ საკრებულოს აპარატი ზედამხედველობის განხორციელების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს . ბატონმა კოკა კიღურაძემ 2023 წლის სექტემბრის თვეში ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის თანამშრომლებს ამ თემაზე ჩაგვიტარა ძალიან საინტერესო ტრენინგი, რაც მაქსიმალურად დაგვეხმარა საკრებულოს აპარატს კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ინფორმაციის და დოკუმენტების მოწესრიგებაში და სტატისტიკის წარმოებაში.
კონტროლის აღნიშნული მექანიზმებიდან ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო მასიურად იყენებს შემდეგ მექანიზმებს: ანგარიშების მოსმენა, კომისიის სხდომებზე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირების დაბარება და ინფორმაციის გამოთხოვა. თანამდებობის პირებთან შეხვედრების სტატისტიკას ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ საკრებულოს წევრები ანგარიშებში გაითვალისწინებენ ამ ინფორმაციას. რაც შეეხება დამოუკიდებელ აუდიტს, ინტერპელაციას და თემატურ მოკვლევას ეს მექანიზმები საერთოდ არ გამოგვიყენებია. გამოიყენება კონტროლი საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე და მეტნაკლებად ვღებულობთ შესაბამის ინფორმაციას მერიის მხრიდან. ბოლოს არ შემიძლია არ ვთქვა, რომ საკრებულოს , საკრებულოს აპარატის მუშაობის ხარისხი, ზედამხედველობის მექანიზმების ნორმატიულ დონეზე მოწესრიგება და მათი პრაქტიკაში გამოყენება დამოკიდებულია საკრებულოს წევრების პახუსმგებლიან, პრინციპულ და ნაყოფიერ მუშაობაზე.
ძალიან დიდი მადლობა ქ-ნ მაყვალა თქვენი ინტერესისთვის
ძალიან მახარებს თქვენი და ლენტეხის საკრებულოს ასეთი აქტიურობა. წარმატებებს გისურვებთ.
ქალბატონო მაყვალა მადლობა გამოხმაურებისთვის.
ლენტეხისა და ზუგდიდის საკრებულოს განახლებული რეგლამენტი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერების კუთხით.
დღეს ქუთაისის საკრებულოსაც აქვს დაგეგმილი საკრებულოს სხდომა, სადაც განიხლიება ასევე რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. ამ ცვლილებებით გაიმართა არსებული საზედამხედველო მექანიზმები პროცედურულ ნაწილში და დაემატა ახალი საზედამხედველო მექანიზმები. ახლა მთავარია საკრებულოს წევრებმა, როგორც უმრავლესობიდან ისე ოპოზიციიდან, მაქსიმალურად გამოიყენონ და პრაქტიკაში დანერგონ ისინი.
სალომე,მოგესალმები.
ზუსტად აღნიშნეთ, მაქსიმალურად უნდა მოხდეს პრაქტიკაში ახალი საზედამხედველო მექანიზმების დანერგვა და გამოყენება. ყველა მიმართულებით ფორმალური მიდგომები ქმედითი უნდა გავხადოთ,რთულია,მაგრამ კარგია რომ დავიწყეთ ამის სწავლა და დანერგვა.
მოგესალმებით,
რეგლამენტში ახალი საზედახმედველო მექანიზმების ასახვა ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია, მაგრამ ამავდროულად, თუ გავაანალიზებთ საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სიტუაციას ტრადიციული საზედამხედველო მექანიზმების ეფექტური გამოყენების კუთხით, დავრწმუნებით, რომ არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობა გვაქვს. თქვენი აზრით, რა არის საკრებულოების პასიურობის მიზეზი საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების დროს? მაგ: ცოდნის დეფიციტი, საზედამხედველო კულტურის დეფიციტი, ინსტიტუციური მეხსიერების არარსებობა, პოლიტიკური ლოიალობა თუ კიდევ სხვა რამ?
ჩემი სუბიექტური აზრი რომ არ დავაფიქსირო, მხოლოდ ბოლო კვლევებს დავეყრდნობი და ისე ვეცდები გიპასუხოთ. ნაწილი ამ კვლევების გამოქვეყნებულია, ნაწილი შიდა სამუშაო დოკუმენტებია. მეთოდოლოგიის სახით გამოყენებულია, როგორც ნორმატიული ბაზის ისე, თავად საკრებულოს სხდომის ოქმების ანალიზი და ინტერვიუები საკრებულოს წევრებთან და თანამშრომლებთან. ამ ყველაფრის ანალიზის შედეგად რამდენიმე მიგნება გამოვლინდა:
- ნაწილი საზედამხედველო მექანიზმებისა არ გამოყენებულა არცერთ შესწავლილ საკრებულოში, მათ შორის არც დაინიცირებულა, შესაბამისად არ არსებობს პრაქტიკული ცოდნა ინსტიტუციაში (მაგ.: ინტერპელაცია, დამოუკიდებელი აუდიტი, მერის მიმართ
უნდობლობის გამოცხადება, თანამდებობის პირთა რიგგარეშე ანგარიშების მოთხოვნა,
საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსა და თანამდებობის
პირების ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრება);
- არ არსებობს სრულყოფილი სტატისტიკა ვინ, როდის და რომელ საზედამხედველო მექანიზმს იყენებს თუ არ ჩავთვლით ყოველწლიურად ანგარიშვალდებული პირის მიერ ანგარიშის ჩაბარების ან მკაცრად გაწერილ საბიუჯეტო პროცესის ანგარიშგებას. არასრულყოფილ სტატისტიკაში ასევე მოიაზრება წევრის წერილობითი შეკითვის დასმა, რომელსაც ხშირად საჯარო ინფორმაციის გამოთხოვაში აიგივებდნენ და არსად არ აისახებოდა. შესაბამისად, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრები იყენებდნენ ინფორმაციის გამოთხოვის მექანიზმს აპარატს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა;
- დამოუკიდებელი აუდიტის გამოუყენლობის სხვადასხვა მიზეზთაგან, მათ შორის პოლიტიკური მიზანშეუწონლობის, ერთ-ერთი ფინანსური საკითხი იყო;
- ნაწილი საზედამხედველო მექანიზმებისთვის რეგლამენტი
არ განსაზღვრავს გამოყენების პროცედურას, რაც ართულებს პრაქტიკაში მათ გამოყენებას;
- ინტერვიუებში ნაწილი რესპოდენტებისა აღნიშნავდა, რომ საკრებულოსა და აღმასრულებელ ორგანოში ერთი პოლიტიკური გუნდის გამო არ არსებობს ზედამხედველობის საჭიროება.
ბატონო სანდრო,
მიზეზი მექანიზმების გამოუყენებლობისა არის ყველაფერი ის, რაც ჩამოთვალეთ)) ვფიქრობ, საკრებულოს წევრები მეტად უნდა გააქტიურდეთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ის ნაწილი, ვისაც თეორიული და პრაქტიკული ცოდნა გააქვთ ამ სფეროში და გარკვეული ავტორეტითაც სარგებლობთ. მუდმივი საუბრები კოლეგებთან, ინსტუმენტების გამოყენების შედეგად მიღებულ სიკეთეებზე აქცენტირება, ვფიქრობ, მოკლევადიან პესპექტივაში არსებულ სურათს საგრძნობლად შეცვლის.