Re: ტექნიკური საკითხი
by სალომე საღარაძე - პირველი კითხვა: რა კვორუმით იღებს საკრებულო მერის მიმართ უნდობლობის გამოცხადების გადაწყვეტილებას?
სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიცირების საფუძველია (კოდექსის 51-ე მუხლის პირველი პუნქტი). ხოლო, უნდობლობის გამოცხადებას სიითი შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედი სჭირდება (კოდექსის 51-ე მუხლის მეათე პუნქტი).

მეათე კითხვა: რამდენ ხანში ერთხელ უნდა მოიწვიოს საკრებულომ დამოუკიდებელი აუდიტი?
საკრებულოს მიერ დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევა არ არის სავალდებულო. შესაბამისად "უნდა" მოიწვიოს კითხვის ფორმულირება უკვე გაძლევთ პასუხს რომ მისი მოწვევა არც წელიწადში ერთხელ და არც საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო არაა. ამ გადაწყვეტილებას იღებს საკრებულო სიითი შემადგენლობის ერთი მესამედის მხარდაჭერის შემთხვევაში. თუმცა, შეუძლია მხოლოდ ერთხელ ჩაატაროს წლის მანძილზე. შესაძლოა საჭიროება დადგეს წლის მანძილზე ორჯერ ან სამჯერ, თუმცა აქ უკვე კანონი ამის შესძლებლობას არ აძლევს, რომ ნებისმიერ დროს ჩატარდეს და ადგენს რომ ასეთი შეუძლია წელიწადში მხოლოდ ერთხელ და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თავად მოისურვებს.