თემატური მოკვლევა
by მარიამი ამბროლაძე - მოგესალმებით,
პირველ რიგში, მადლობა საინტერესო ლექციებისათვის.
ლექციის ფარგლებში საკრებულოს საზედამხედველო მექანიზმებს შორის დასახელდა თემატური მოკვლევა. აღნიშნულ ინსტრუმენტს არ იცნობს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი. თუ შეგიძლიათ გამიზიაროთ რომელი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აქვს დანერგილი ეს ინსტრუმენტი და ხდება თუ არა მისი პრაქტიკაში გამოყენება?
Re: თემატური მოკვლევა
by სალომე საღარაძე - თემატური მოკვლევა აქვს თელავს, ზუგდიდს, ქუთაისს და ლენტეხს. ჯერ არ მომხდარა პრაქტიკაში გამოყენება. თელავმა ეს მექანიზმი რეგლამენტში შეიტანა 2023 წლის მარტში, დანარჩენებმა სულ რამდენიმე თვეა, ქუთაისმა გასულ კვირაში.