თუკი ფლობთ ინფორმაციას იქნებ გამიზიაროთ, კანონით განსაზღვრული საზედამხედველო მექანიზმების (მათ შორის თემატური მოკვლევის) გარდა, რომელიმე მუნიციპალიტეტის საკრებულო თუ იყენებს დამატებით საზედამხედველო მექანიზმებს და რა მექანიზმებია ისინი?
გამოყენების კუთხით სერიოზული პრობლემაა მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი არსებობს. თუმცა, ნაწილი მექანიზმების ახლა შევიდა ძალაში და სავარაუდოდ პრაქტიკაშიც დაინერგება. ყველა მუნიციპალიტეტის რეგალმენტში (გარდა თბილისია და ბათუმისა) არსებობს ინტერპელაციის მექანიზმი. თელავის, ქუთაისის, ლენტეხის და ზუგდიდის რეგლამენტი ასევე ითვალისწინებს თემატური მოკვლევის მექანიზმს, ხოლო ლენტეხის, ქუთაისის და ზუგდიდის რეგლამენტებში დამატებით არის ასევე თემატური მომხსენებლის მექანიზმი.
აქ ნახავთ რა ცვლილება შევიდა ქუთაისის რეგლამენტში წინა კვირას: https://matsne.gov.ge/document/view/6138110?publication=0
მარიამ, მოგესალმებით,
მას შემდეგ, რაც რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა ოპოზიციურია, მათ მიერ ზედამხედველობის პრაქტიკულად ყველა მექანიზმი იქნა გამოყენებული, მათ შორის ინტერპელაციის წესით მერის დაბარება საკრებულოში, ასევე ლაპარაკია დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევაზე, რომლისთვისაც ცოტა ნონსენსი მგონია, მაგრამ თანხა ისევ აღმასრულებელმა უნდა გადაიხადოს :)) წლევანდელ ბიუჯეტში ეს თანხა არ არის გათვალისწინებული, წინა წლებში ბიუჯეტში არსებული ჩანაწერით დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მიზნით 20 ათასი ლარი იყო გამოყოფილი.