მოგესალმებით! როგორც წინა ლექციები ეს ლექციაც ძალიან საინტერესო იყო. დავაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას ამ თემასთან დაკავშირებით: მოსახლეობის საჭიროებები განსხვავდება რეგიონების მიხედვით და მათი პრობლემების მოგვარება ყველაზე კარგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ იცის. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ადგილობრივ მოსახლეობას აქვს შესაძლებლობა მაქსიმალურად ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში და პრობლემების გადასაწყვეტად გამოიყენოს ჩართულობის სხვადასხვა მექანიზმები, მაგრამ ინფორმაციის დაბალი დონის გამო მოქალაქეების აქტიურობა არ არის დამაკმაყოფილებელი. მოსახლეობა ნებისმიერი პრობლემის მოსაგვარებლად იყენებს განცხადებით მიმართვის ფორმას როგორც საკრებულოში, ასევე მერიაში. ადგილობრივი ხელისუფლება რა თქმა უნდა რეაგირების გარეშე არ ტოვებს არცერთ განცხადებას და მათი მხრიდან არის მაქსიმალური მცდელობა პრობლემების მოსაგვარებლად. ლენტეხის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებიდან ყველაზე გამოყენებული ფორმები არის საკრებულოს სხდომებზე დასწრება, მაგრამ კითხვების დასმა მოქალაქეების მხრიდან ძალიან იშვიათად, საკრებულოს წევრების ანგარიშების წარდგენა ამომრჩევლის წინაშე წელიწადში ერთხელ და ამ საკითხშიც ყველა საკრებულოს ყველა წევრის აქტიურობა ნამდვილად არ არის თანაბარი და სამთვეში ერთხელ ამომრჩეველთან შეხვედრები. ამ კ უთხით ნამდვილად იგრძნობა გამოცოცხლება, პეტიცია ბოლო ორ წელიწადში საერთოდ არ დაფიქსირებულა და ჩართულობის დამატებით მექანიზმებზე ლაპარაკი ხომ საერთოდ ზედმეტია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.
კარგი თუ ეგ აქტივობა მაინცაა თქვენს მუნიციპალიტეტში, ჩვენთან მოქალაქეების მხრიდან საკრებულოს სხდომებზე დასწრება თითქმის არ ხდება, თუარ გავითვალისწინებთ სულ რამდენიმე შემთხვევას. არადა საკრებულოს სხდომის გამართვის თარიღი (დღის წესრიგით) ყოველთვის ქვეყნდება შესაბამისი საშუალებებით.