მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები
by მარიტა ბაბლუანი - მოქალაქეთ მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები განვიხილეთ, ერთ-ერთ ფორმას სოფლის მხარდაჭერის პროგრამა წარმოადგენს, კერძოდ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებისგან შექმნილი სამუშაო ჯგუფი, სოფლის კრება/კონსულტაციის ფარგლებში ახორციელებს, შერჩეული პროექტების განხილავს და მიღებას.
აღნიშნული ფორმა ერთ-ერთი აქტიური ფორმაა, სადაც მოსახლეობას პირისპირ აქვთ შესაძლებლობა საკრებულოს და მერიის წარმომადგენლების წინაშე წამოაყენონ საკითხები, იმსჯელონ და მიიღონ სასურველი ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე დამატებით ხდება კომისიის წევრების მხრიდან მოსახლეობიდან წამოსული პრობლემების მონიშვნა და პრიორიტეტების მიხედვით დაყოფა, რაც დამატებითი მექანიზმია ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში განსახილველად.