ვფიქრობობ ყველა მუნიციპალიტეტში არის ასე თუ ისე ეს გამოწვევა. მოქალაქეების მომართვიანობა ძირითადად პირადი საჭიროებების მოგვარების მიზნით ხორციელდება. სამოქალაქო პასუხისმგებლობის ასამაღლებლად არის ძალიან დიდი სამუშაო გასაწევი, მუნიციპალიტეტებში მხოლოდ თვითმმართველობის ძალისხმევა, ინფორმირმაციის მიწოდება, გაშუქება არ არის საკმარისი. მოქალაქეების ჩართულობა კომისიების, საკრებულოს სხდომების თუნდაც ბიუჯეტის მიღების დროს ძალიან დაბალია. მოქალაქეების ჩართულობის ასამაღლებლად საკრებულოში რა შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი ძალებით?
ქალბატონო ნინო ჩემი თვითმმართველობაში მუშაობის 25 წლიანი პრაქტიკაში მოსახლეობის ცაღტულობა მხოლოდ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში ჩატარებული არჩევნებისას მახსენდება. სხვა მხრივ მოსახლეობის მხრიდან ინტერესი არც მახსენდება. ამ ბოლო დროს არასამთავრობოებიც აღარ აქტიურობენ. არათუ მოქალაქეები.
გეთანხმებით ქალბატონო ნინო, ვფიქრობ თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში დგას ეს გამოწვევა. მოქალაქეების მომართვიანობა საკრებულოებში ნაკლებია და თუ არის ისიც ძირითადად პირადი საჭიროებების გამო, მიუხედავად იმის რომ წინასწარ იდება ანონსი საკრებულოს სხდომების შესახებ მოქალაქების ინტერესი საკრებულოს სხდომებზე დასწრების ნაკლებია, მაინტერესებს იმ მუნიციპალიტეტების გამოცდილება სადაც მოქალაქეების ჩართულობა მაღალია, თუ არსებობს ასეთი მუნიციპალიტეტი სადაც მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართულები ყველა პროცესში?