გამარჯობა
ვფიქრობ, მოქალაქეთა ჩართულობის ერთ- ერთი მექანიზმის პეტიციის ასამოქმედებლად რომელიც არცთუ ხშირად გამოყენებადი ინსტრუმენტია მოქალაქეთა მხრიდან, სასურველია საკრებულოებმა მისი გამარტივების მიზნით დაწიონ ერთ პოცენტიანი ბარიერი და დაამკვიდრონ პეტიციის ელექტრონული ფორმა რომელიც უფრო მეტ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას ონლაინ სახლიდან გაუსვლელად ჩაერთოს პროცესში და ხელი მოაწეროს პეტიციას. თუ რომელიმე მუნიციპალიტეტს აქვს ამ ორი ელემენტიდან რომელიმე გამოყენებული იქნებ გაგვიზიაროთ თქვენი პრაქტიკა რამდენად მოიმატა პეტიციით მომართვიანობამ და რამდენად არის გაადვილებული ელექტრონული ფორმა.
მადლობა ყურადღებისთვის
პატივისცემით
მოგესალმებით,
რამდენადაც ვიცი რამდენიმე მუნიციპალიტეტმა დაწია პეტიციის წარდგენისათვის საჭირო ბარიერი 0,5%-ამდე. რამდენად მოიმატა მათ მუნიციპალიტეტებში პეტიციის წარდგენის მომართვიანობამ ნარ ვიცი.
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა დაწია პეტიციის წარდგენისათვის საჭირო ბარიერი 0,5%-ამდე. თუმცა ამით არ გაზრდილა პეტიციის წარდგენის მომართვიანობა, რათქმაუნდა ელექტრონული პეტიცია უფრო მოსახერხებელია.