მოგესალმებით ყველას, მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის, ჩემი თემა შეეხება საკრებულოს წევრების (არათანამდებობის პირები) ხარჯების ანაზღაურებას, სადაც თქვენი მოსაზრებების და გამოცდილების გაზიარება ნამდვილად საინტერესო იქნება:
მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტების საკრებულოს წევრები (არათანამდებობის პირები) ხარჯების ანაზღაურების სახით იღებენ წლის განმავლობაში გარკვეული თანხას. საკრებულოს დადგენილებებით, აღნიშნულ პირებზე ხარჯების ასანაზღაურებლად მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული აქვთ სხვადასხვა ზღვრული მოცულობა . „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად, საკრებულოს არათანამდებობის პირებს ეძლევათ არა ფიქსირებული გასამრჯელო, არამედ უნაზღაურდებათ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯები. შესაბამისად, თანხის გაცემის საფუძველი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. მუნიციპალიტეტებში ჭირს ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებებით, საკრებულოს წევრების ხარჯების დადასტურება. არის შემთხვევა როცა თანხების გაცემის საფუძვლად მითითებულია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები საკრებულოს წევრებისათვის ხარჯის ანაზღაურების შესახებ, ასევე თავის მხრივ, საკრებულოს წევრები ხარჯების ასანაზღაურებლად ყოველთვიურ ინფორმაციას წარუდგენდნენ საკრებულოს აპარატსს, მათი აქტივობების შესახებ, თუმცა აღნიშნული დოკუმენტები რამდენად აკმაყოფილებენ ხარჯის დამადასტურებელი პირველადი აღრიცხვის დოკუმენტის განმარტებას საინტერესოა თქვენი მოსაზრებები, ამასთანავე, საკრებულოს წევრებზე ძირითადად ანაზღაურდება ხოლმე დადგენილებით განსაზღვრული მაქსიმალური თანხები, რაც დამატებით კითხვებს წარმოქმნის და სახელმწიფო აუდიტის განხილვის საგანიც ხდება.
საინტერესოა თქვენი მოსაზრებები აღნიშნულ საკითხზე, რამდენად შეიძლება რაიმე შიდა სამართლებრივი კონტროლის მექანიზმების დანერგვა და ხომ არ არის მსგავსი პრაქტიკა რომელიმე მუნიციპალიტეტში უკვე დანერგილი.
მოგესალმებით, საინტერესო საკითხი წამოჭერით, ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოსპრობლემაა ეს. ვფიქრობ , საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაიჭრას საკითხი და საკრებულოს წევრებს განესაზღვროთ ხელფასი , ისე როგორც პარლამენტის წევრებისთვისაა განსაზღვრული.
რამდენადაც ვიცი ეს საკითხი მოსაგვარებელია ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. როგორც თქვენ ახსენეთ, საკითხს პრობლემად მიიჩნევენ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კერძოდ ისინი წერენ თავიან დასკვნაში, რომ მუნიციპალიტეტებმა სამოქმედო წლებში საკრებულოს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად კონკრეტული თანხა გასცეს შესაბამისი დოკუმენტური დადასტურების გარეშე, საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი საკანონმდებლო ნორმების შეუსაბამოდ და მუნიციპალიტეტებს აღნიშნულ საკითხზე მათგან მიეცათ რეკომენდაციები, რომ მერიამ საკრებულოსთან შეთანხმებით შეიმუშაოს კონტროლის ისეთი მექანიზმები, რომლებიც გამორიცხავს არათანამდებობის პირებზე უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას, შესაბამისი ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის გარეშე. რომ აღნიშნული უზრუნველყოფს საკრებულოს წევრის არაანაზღაურებადი საქმიანობის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი პრინციპის დაცვას და საბიუჯეტო სახსრების დასაბუთებულ ხარჯვას.
მაგრამ ჯერჯერობით ვერცერთმა მუნიციპალიტეტმა ვერ შეიმუშავა ისეთი დადგენილების პროექტი, რომლითაც მოგვარდებოდა ეს პრობლემა.
თუ იცით თქვენ, ასეთის არსებობის შესახებ, საინტერესო იქნებოდა პროექტის გაცნობა.
ქალბატონო ნათია,
რამდენადაც ვიცი, დედაქალაქის საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურება განსხვავებული წესით წარმოებს და მათი ანაზღაურებაც სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით საკმაოდ მაღალია. სიმართლე გითხრათ, არ მომიკითხავს რა სპეციფიკით ხასიათდება თბილისში საკრებულოს წევრების მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება და თუ ფლობთ ამ თემაზე ინფორმაციას, ხომ ვერ გაგვიზიარებდით?
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას.
საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების საკითხს არეგულირებს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,,რეგლამენტში" არსებული ჩანაწერი, კერძოდ: მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრისათვის, რომელიც არ არის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირი, ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ამ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობრივი სარგოს მაქსიმალური ოდენობის 15%-ს. ასანაზღაურებელი ხარჯების ყოველთვიურ რაოდენობაში არ ითვლება სამსახურებრივი მივლინების ხარჯები.
დედაქალაქის მაგალითზეც სავარაუდოდ გავრცელდება იგივე მექანიზმი, და საკრებულოს წევრებისთვის ხარჯების ანაზღაურება მაღალი იქნება იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ თბილისის საკრებულოს ტავმჯდომარის ხელფასი მაღალია სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებთან შედარებით.
მოგსალმებით მეგობრებო მინდა მოიგაწოდოთ აღნიშნულზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამოცდილება.
პირველ რიგში რტაც შეხება საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობირვი სარგოს 15%-ს არ უნდა აღემატგებოდეს საკრებულოს არათანამდებობის პირთათვის ასანაზღაურებელი ხარკჯების ოდენობა ეს ჩანაწერი უკვე გაუქმებულია..
ჩვენ შმთხვევაში საკრებულოს წევრს(არათანამდებობის პირს) ხარჯები აუნაზღაურდება თუ ის თვეში წარმოადგენს მინიმუმ ორ ოქმს მოსახლეობასთან შხვედრის ამსახველს და მის მიე გაწეული ხარჯის დამადასტურებელ ქვითრებს ეს იქნება როგორც საწვავი, ისე სატელეფონო და საკანცელარიო(ასეთი ყოფილა პრაქტიკაში) რა თქმა უნდა გონივრული. ამ ეტაპზე (1 მარტიდან) ჩვენთან მაქსიმალური თანხა არის 834 ლარი, მანამდე იყო 759 ლარი. ყველა ცდილობს ეს მაქსიმალური ოდენობა წარუდგინოს აპარატს. აპარაის საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ამოწმებს ოქმების რაოდენობას , ხოლო საფინანსო განყოფილება საწვავის და სხვა ქვითრებს. ორივე განყოფილების უფროსი თვის ბოლოს აპარატის უფროს წარუდგენს მოხსენებით ბარათს კონკრეტული დეპუტატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტერბის საფუძველზე. აპარატის უფორსი ამის შემდეგ წერს მოხსენბით ბარათს და საკრებულოს განკარგულების პროექტს საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე. სრულყოფილე დოკუმენტაციას განიხილავს საკრებულოს საფინანსო კმისია და მხოოდ ამის შმდეგ გადის საკრებულოს მორიგ სხომაზე ყოველი თის პირველ პარასკევს. ამ მოწვევის საკრებულომ მიიღო გადაწვეტილება , რომ საკრებულოს განკარგულებით მოხდეს გაწეული ხარჯების ანაზღაურება და არა ინდივიდუაურად საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. ვფიქრობ რომ სხვა მუნიციპალიტეტებთან შდარებით გართულებული პრაქტიკაა, მაგრამ პასუხისმგებლობა გადანაწილებულია აპარატსა და საკრებულოს , როგორ კოლეგიალურ ორგანოს შორის.
მოგესალმებით ქალბატონო ნატალია. მაინტერესებს საკრებულოს რიგითი წევრები რამდენად რეალურად და რა სიხშირით ახერხებენ თვეში 2 ჯერ მოსახლეობასთან შეხვედრას. თუ გაქვთ დადგენილი კრებას მინიმუმ რამდენი ადამიანი უნდა ესწრებოდეს. ასევე მაინტერესებს საწვავის და სატელეფონო საუბრის რა ოფიციალური დამადასტურებელი საბუთის წარდგენა უწევთ ?
ქალბატონო ნინო
რამდენად ხშირად ახერხებენ და როგორ ამას ჩვენ აპარატი არ ვაკონტროლებთ. მათ მოაქვთ ოქმები (უფრო სწორად, ინდივიდუალურად ელ. პროგრამით წარმოადგენენ) და საწვავის ქვითრები (აუცილებელია ქვითარზე ჩანდეს თარიღი და თანხა და ბენზინგასამართი ობიექტის სახეობა სოკარი, გალფი და ა. შ) როგორც ოქომებიდან ჩანს შეხვედრას ესწრება დაახლოებით 6-10 მოქალაქე. და შინაარსობრივად არის წარმოდგენილი არსებული საჭიროებები, როგორიცაა: შიდა გზები, გარე განათება, სანიაღვრე არხები და ა.შ.
ქვითრებს საღებავი გადადის გარკვეული დროის შემდგე და ამიტომ საფინანსო განყოფილება როდესაც იბარებს ამ ქვითრებს ასკანერებს და თავის მოხსენებით ბარათს ისე ურთავს ამ ქვითრებს. წარმოდგენილი დოკუმენტების სრული პაკეტის ,,შეკვრის" შემდეგ ინახავს საქმისწარმოების განყოფილება. რაც შეხება სატელეფონოს მოაქვთ ხოლმე ამონაწერი ოფისებიდან თან ურთავენ ... მესმის რომ გართულებული პროცესია, მაგრამ ართმევენ თავს მშვენივრად... ეს წ ესი შეგიძლიათ იხილოთ მაცნეში 2022წლის 8 ივლისის N26 დადგენილება ზუგდიდის მუნნიციაპლიტეტის საკრებულოსი.
ქალბატონო ნინო
თანხის დაანგარიშება განხორციელდა მიმდინარე წელს პირველი მარტიდან რაც ქონდა თ მანამდე ის გაზარდეს 10%-ით, იმ გაგებით რომ რადგანაც თანამდებობის პირების ხელფასების იზრდებოდა მათთვისაც რომ გაზრდილიყო გაწეული ხარჯებისთვის ასანაზრაურებელი ხარჯების ოდენობა. ეს იყო ძირითადი დასაბუთება. დაკავება თანხის არ ხდება... თუ არ გამოცხადდა თვის განმავლობაში არც ერთ სხდომაზე , როგორც საკრებულოს , ისე კომისიის, მაგრამ წარმოადგინა მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები მაშინ წარმოდგენილი ქვითრების შესაბამისად ანაზღაურდება. გვყავს საკრებულოს წევრი რომელიც სხდომებს ესწრება, მაგრამ არ მოაქვს არც ქვითრები და არც ოქმები შესაბამისად არაფერს ვაძლევთ.
პატივისცემით,
აღნიშნულთან დაკავშირებით დავაფიქსირებ ჩემს მოკრძალებულ აზრს და ვიტყვი, რომ არ მიმაჩნია სამართლიანად იმ დეპუტატისთვის ხარჯის არ მიცემა, რომელიც სისტემატიურად ესწერება საკრებულოს და კომისიების სხდომებს. ხოლო ხარჯს იღებს ის დეპუტატი, რომლის პირდაპირი მოვალეობაა დაესწროს საკრებულოს ხდომებს, მონაწილეობა მიიღოს მის საქმიანობაში მაგრამ არ ესწრება და წარმოადგინა ე.წ. ქვითრები.
გასაგებია რომ კოდექსი არსებობს ესეთი ჩანაწერი:
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს სამსახურებრივი საქმიანობისაგან მოუწყვეტლად და უსასყიდლოდ. ანაზღაურებადია მხოლოდ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირის საქმიანობა.
მაგრამ იმავე კოდექსი განსაზღვრავს, რომ მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საქმიანობის ერთ-ერთი ფორმაა - მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებში მონაწილეობა;
იმედია დეპუტატებს, რომლებზეც გაიცემა ხარჯის სრული ოდენობა (834 ლარი), სამართლიანად , პატიოსნად და არა ყალბად აქვთ დოკუმენტაცია შედგენილი.
ნატალია მოგესალმებით,
გასაგებია რომ თქვენს შემთხვევაში საკრებულოს რეგლამენტში
გაუქმდა ჩანაწერი 15% დაკავშირებით.
მაინტერესებს რის საფუძველზე განუსაზღვრეთ მაქსიმალური 834 ლარის ოდენობა? როგორ გამოიანგარიშეთ რომ მათი უფლებამოსილების განხორციელებისთვის საჭირო ასანაზღაურებელი ხარჯების ზედა ზღვარი თვეში უნდა ყოფილიყო 834 ლარი? და კიდევ საინტერესოა თქვენს მიერ ზუგდიდის საკრებულოს რეგლამენტში განსაზღვრული:
1. საკრებულოს წევრს თავისი უფლებამოსილების (საკრებულოს სხდომებზე დასწრება, განსახილველ საკითხებში მონაწილეობა, ამომრჩევლებთან შეხვედრა და ცალკეული დავალებების შესრულება) განხორციელებასთან დაკავშირებით შეიძლება აუნაზღაურდეს:
ა) ტრანსპორტირების ხარჯები;
ბ) სამივლინებო ხარჯები;
გ) შიდა და საერთაშორისო სატელეფონო და სატელეგრაფო მომსახურების ხარჯები;
დ) სხვა ხარჯები (ინტერნეტის, ქსეროასლების გადაღებისა და ა.შ)
ჩამოთლილი პუნქტებიდან რომელიმე დოკუმენტის წარმოუდგენლობის შემთხვევაში თუ ხდება საკრებულოს წევრისთვის დადგენილი 834 ლარიდან, თანხის დაკავება.
მოგესალმებით ქალბატონო ნატალია,
მაინტერესებს თუ სწორედ გავიგე წარმოდგენილი დამადასტურებელი ქვითრების (როგორც საწვავი, ისე სატელეფონო და საკანცელარიო) თქვენს მუნიციპალიტეტში შემოწმების შემდგომ ხდება საკრებულოს წევრის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება? იმ შემთხვევაში რა ხდება საკრებულოს წევრმა თუ ვერ წარმოადგინა ქვითრები? ამ შემთხვევაში ანაზღაურება ვერ ხერხდება?
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით, მიიღება საკრებულოს განკარგულებით.
იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრმა ვერ წარმოადგინა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები , საკრებულო კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებას არ აუნაზღაუროს თანხა, ან აუნაზღაუროს- ნაწილობრივ.
ნინო, მოგესალმებით,
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ნამდვილად და რუსთავის პრაქტიკას გეტყვით, - წლების განმავლობაში დადგენილია 560 ლარი უფლებამოსილების ანაზღაურებისთვის, რომელიც სამი კომპონენტისგან შედგებოდა -
180 ლარი საკრებულოს სხდომებში მონაწილეობის,
180 - კომისიებზე დასწრების და
180 მოქალაქეებთან შეხვედრებისთვის (უხეშად გაყოფილია, არითმეტიკას არ გავყვეთ).
ჩვენი მოწვევის საკრებულოს უმრავლესობამ გადაწყვიტა ცვლილება და აღნიშნული სამი კომპონენტი გაამსხვილა - 2 ნაწილად გაიყო 560 ლარი და არაფერი დოკუმენტური ვალდებულება არ სჭირდება ამ თანხის მიღებას, გარდა იმისა, რომ დეპუტატი წერილობით მიმართავს საკრებულოს, იურიდიული განყოფილება საოქმოს მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადებს დადგენილებას და გამოაქვს საკრებულოს სხდომაზე, რასაც ხელის აწევით ვეთანხმებით.
560 ლარი საიდან დაითვალეს ოდესღაც, მაგაზე პასუხი არ მაქვს, თუმცა ლაპარაკი იყო ამ თანხის გაზრდაზე, ვინაიდან საკრებულოს თანამდებობის პირებს ხელფასები იანვრიდან წელსაც და შარშანაც მოემატათ, ხოლო უფლებამოსილების ანაზღაურება იგივე დარჩა.
მოგესალმებით,
ძალიან საინტერესო და პრაქტიკული თვალსაზრისით მეტად აქტუალური საკითხია, მართალია ზოგიერთ მუნიციპალიტეტებს განსაზღვრული აქვთ წესი და ასანაზღაურებელი თანხა, ვინაიდან აუდიტის დასკვნა ყოველთვის იყო უარყოფითი და აუდიტის სამსახური მოითხოვდა პირველად დუკუმენტს რითაც დადასტურდება საკრებულოს წევრის მიერ გაწეული საქმიანობა, რის საფუძველზე გაიცემა შესაბამისი ანაზღაურება. ჩვენს მუნიციპალიტეტს და ასევე დანარჩენ მუნიციპალიტეტებს საკრებულოს წესრთა საქმიანობის განხორციელების ხარჯების ანაზრაურებასთან დაკავშირებით წესი აქვთ მიღებული მაგრამ ის მაინც არ არის ამომწურავი და საჭიროებს დახვეწას.
მიმაჩნია ეს საკითხი უნდა დარეგულირდეს ერთიანი მიდგომით კანონმდებლობის შესაბამისად, როგორც მახსოვს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ჩართულობით ყველა მუნიციპალიტეტისათვის უნდა შემუსავებულიყო საერთო სამოქმედო წესი, მაგრამ როგორც ვხედავთ ჯერჯერობით მსგავსი რამ არ მიღებულა, მუნიციპალიტეტები ცდილობენ თვითონ მათ განსაზღვრონ წესი თუმცა ის მაინც არ არის ამომწურავი. ძალიან საინტერესო საკითხია იმედი მაქვს აღნიშნული საკითხი უფრო უკეთ დაიხვეწება.