მოგესალმებით! პირველ რიგში დავეთანხმები ქალბატონ მარინას იმ მოსაზრებაში, რომ საკრებულოს წევრმა უნდა იცოდეს ბიუჯეტის სწორი წაკითხვა და უნდა შეეძლოს მისი მოსაზრებების წარმოდგენა ბიუჯეტის განხილვის დროს. ჩვენი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საკრებულოს წევრების უმრავლესობა ბიუჯეტირების პროცესში საკმაოდ აქტიურად და პრინციპულად არიან ჩართული. გარკვეულწილად მონაწილეობენ მოქალაქეთა საჭიროებების კვლევაში და მომზადებულ რეკომენდაციებს საკრებულო წარუდგენს მერს პრიორიტეტების დოკუმენტში გასათვალისწინებლად. მერია მომავალი წლის ბიუჯეტს ვადების დაცვით 15 ნოემბრისთვის უგზავნის საკრებულოს. საკრებულოს კომისიები განიხილავენ წარმოდგენილ პროექტს და საკმაოდ ვრცელი შენიშვნებით ( მინიმუმ 13 რეკომენდაციას მაინც ) 25 ნოემბრისთვის უბრუნებენ მერიას. მერია მაქსიმალურად ითვალისწინებს საკრებულოს შენიშვნებს (90 %-ს მაინც ) და ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე საკრებულო ღებულობს გადაწყვეტილებას ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების თაობაზე.
ახალი ამბების ფორუმი
საბიუჯეტო პროცესი
საბიუჯეტო პროცესი
by მაყვალა ჩანქსელიანი -