მოგესალმებით,
ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ეხება მეხუთე ლექცია (ისევე როგორც ყველა), აქ გამოვყოფდი კონკრეტულ საკითხს, საკრებულოს წევრმა უნდა იცოდეს ბიუჯეტის სწორად წაკითხვა, იმისათვის რომ ჩაერთოს ბიუჯეტის შემუშავების ყველა ეტაპზე, შეძლოს უკვე წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწავლა და შესაბამისად კომისიური თუ ფრაქციული მუშაობის დროს საკუთარი მოსაზრებების წარმოდგენა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბიუჯეტის პროექტისთვის ხმის მიცემის ან არ მიცემის უფლების გამოყენება დასაბუთების და საკუთარი მოსაზრებების წარდგენის გარეშე. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის სწორად შეფასება და მისი დამტკიცების პროცესში მონაწილეობა. ამ კურსის დაწყებისას ფორუმზე აღვნიშნე და ახლაც გავიმეორებ, ეს კურსი საკრებულოს ყველა წევრმა უნდა გაიაროს, რომ შეძლონ მათი უფლებამოსილებების სწორად და ეფექტურად გამოყენება. ამიტომაც თუ გვინდა ჩვენი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყოს კარგად შედგენილი, გათვალისწინებული გენდერული თუ მწვანე მიდგომები, თუ გვინდა ვუზრუნველვყოთ მოქალქეთა ჩართულობის გაზრდა, ჯერ ჩვენ თვითონ კარგად უნდა ვიცოდეთ და ჩავერთოთ საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე.