მოგესალმებით,
პეტიციის წარდგენის უფლება აქვს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 1 % ს, შესაძლებელია რაოდენობის შემცირება, თქვენი აზრით რამდენად ეფექტური იქნება ხელმომწერთა რაოდენობის შემცირება? ხომ არ დაემსგავსება განცხადებას რომელიც ყოველდღიურად შემოაქვს მოქალაქეს?
მოგესალმებით თეონა,
ბუნებრივია პეტიციის ხელმომწერ ამომრჩეველთა რაოდენობის შემცირება არ არის ერთადერთი რომლითაც შეიძლება გარკვეულწილად ხელი შეეწყოს ინიციატივებს. ამასთან, ეს პეტიციას მაინც ვერ დაამსგავსებს მოქალაქის ინდივიდუალურ განცხადებას, გასაგები მიზეზების გამო. პეტიცია ნორმატიული აქტის ან დასახლებისთვის საზოგადოდ აქტუალური საკითხების ინიცირებას გულისხმობს, თავისი სპეციფიკური პროცედურებით. ხოლო მოქალაქის ინდივიდუალური განცხადებით ხდება კონკრეტული ინდივიდუალური საკითხის განხილვა-გადაწყვეტა.
მადლობა
მოგესალმებით,
ქალბატონო თეონა ეგ კითხვა მეც გამიჩნდა, როგორც გავიგე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ პეტიციის წარდგენის უფლება შეამცირა და მისცა 10 ამომრჩეველს, მაინტერესებს რამდენად ეფექტური გამოდგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისთვის? თუ მოიმატა პეტიციის რაოდენობამ?
თეო
ჩვენ ზუგდიდის საკრებულოს შმცირებული გვაქვს 0,5 %-ია.
ამის გამო სტატისტიკა არ გაზრდილა პეტიციის წარმოდგენის . ისევ ძველებურადაა წელიწადში 5-6. აპარტს შეგვიმსუბუქდა მხოლოდ გადამოწმობის ნაწილში
მადლობა