მოგესალმებით, მეგობრებო,
ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ დემოკრატიის მოთხოვნა და საფუძველია თვითმმართველობა, ძალაუფლება ხალხის (დემოსის) ხელში, მოქალაქეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, რას და როგორ აპირებს ხელისუფლება და ა.შ. აღარ გავარძელებ, ყველამ ვიცით და ვთანხმდებით ამაზე.
ამავე დროს და ეს განსაკუთრებით მენიშნა დავით ხორგუაშვილის მცირე ლექციაში ბიუჯეტის შესახებ, (რაშიც მე სრულად ვეთანხმები) - ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საკრებულოს წევრმა უნდა იცოდეს ფინანსები, გააჩნდეს მცირე ანალიზის უნარი მაინც და ბიუჯეტის წაკითხვაც უნდა შეეძლოს.
მე მართლა გულწრფელად მაინტერესებს, როგორ უნდა მოხერხდეს ეს ორი რამის შეთავსება - როცა არაფერს არ ვთხოვთ არჩევისას მოქალაქეს, ხოლო საკრებულოში მას ვთხოვთ ფინანსების და ბიუჯეტის ცოდნას, რომელიც დამიჯერეთ, შესაძლოა, ყველას ვერ ხელეწიფება, ვინც საკრებულოში ირჩევა... მინდა, რომ სწორად გამიგოთ, ვინაიდან ჩემი საკრებულოს მაგალითზე, ამ მოცემულობამ ბევრჯერ შეგვიქმნა შეფერხება საკრებულოს საქმიანობაშიც და აღმასრულებელსაც..
გასაგებია, რომ თვითმმართველობა არის ხალხის არჩეული, მათი ხმა და მათი მსახური, მე თვითონ წარმოვადგენ ამ ინსტიტუტს და მუდამ ვმუშაობ საკუთარ თავზე, ამავე დროს უკომპეტეციო დეპუტატი არანაკლები მუხრუჭი შეიძლება აღმოჩნდეს სისტემის გამართული მუშაობისთვის, რომელიც ხალხის ინტერესებზე უნდა იყოს ორიენტირებული.
სად არის თანხვედრის წერტილი და რა გვაქვს გასაკეთებელი იმისათვის, რომ საკრებულოს როლი და ადგილი საზოგადოებაში იყოს სათანადოდ დანახული :)
ახალი ამბების ფორუმი
თვითმმართველობა და დემოკრატია VS საკრებულოს კომპეტენტური წევრი
თვითმმართველობა და დემოკრატია VS საკრებულოს კომპეტენტური წევრი
by მარინა ლიპარტელიანი -