მსმენელები მოისმენენ და პრაქტიკული სავარჯიშოებით გაიღრმავებენ ცოდნას, სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცედურებთან დაკავშირებით - შესყიდვების დაგეგმვიდან დაწყებული, შესყიდვების ანალიზის (თვითშეფასების) დასრულებული. ; კურსში წარმოდგენილი იქნება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვების განხორციელების პროცესების მართვის თანამედროვე პრინციპები და მსოფლიო გამოცდილება აღნიშნული მიმართულებით;
კურსში წარმოდგენილი და განხილული იქნება საერთაშორისო სივრცეში აღიარებული უახლესი მიდგომები და პრაქტიკული რჩევები შემსყიდველთათვის; ასევე თანამედროვე გამოცდილება, რომელიც დაეხმარება სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოსამსახურეებს სახელმწიფო შესყიდვების კანონშესაბამის განხორციელებაში, რაც გულისხმობს, სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალედ ხარჯვას, კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას სახელმწიფო შესყიდვების პროცედურებში მონაწილე ნებისმიერი პირისთვის.
კურსის ლექტორები არიან:
ირაკლი გოლეთიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გამარტივებული შესყიდვების სამსახურის უფროსი
კოტე გუგეშაშვილი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი
დავით ჯაიანი-სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი
გიორგი ლაცაბიძე - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი