თემის მონახაზი
- მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს საკრებულოს და საკრებულოს წევრის როლი და უფლებამოსილებები, რათა მათი ანგარიშები გამომდინარეობდეს საჯარო მმართველობის იმ ამოცანებიდან რისთვისაც ამომრჩევლები ირჩევენ საკრებულოს წევრებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს ძირითადი უფლებამოსილებების 5 ჯგუფი (პოლიტიკის განსაზღვრა; საფინანსო-საბიუჯეტო (ფულის განაწილება-ბიუჯეტის დაგეგმვა); აღმასრულებელი ორგანოს - მერის საქმიანობის ზედამხედველობა; მუნიციპალიტეტის ქონების მართვა და განკარგვა; ნორმატიული რეგულაციები - წესების დადგენა); საკრებულოს წევრის სტატუსი და უფლებამოსილებები; საკრებულოს წევრის 11 როლი.
- ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს წარმომადგენლობითი ორგანოს, საკრებულოს როლი აღმასრულებელი ორგანოს ზედამხედველობის/კონტროლის ნაწილში, მიმოიხილოს სამართლებრივი საფუძვლები და თითოეული მექანიზმი რომელიც ამ ეტაპზე საკანონმდებლო ჩარჩოთია განსაზღვრული, გამოკვეთოს მაკონტროლებელი სუბიექტები და ანგარიშვალდებული პირები/ორგანოები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს საზედამხედველო ფუნქციის მნიშვნელობა და სამართლებრივი საფუძვლები; საკრებულოს საზედამხედველო მექანიზმები; ზედამხედველობის შედეგები.
- ლექციის მიზანია მსმენელმა მიიღებს ინფორმაციას საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო მექანიზმების არსებული მოთხოვნების შესახებ, აგრეთვე დაინახოს რა როლი ეკისრება საკრებულოს მონაწილეობის მექანიზმის იმპლემენტაციის პროცესში და რა შესაძლებლობები გააჩნია მას ამისათვის. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის საკანონმდებლო მექანიზმები (პეტიცია; დასახლების საერთო კრება; საკრებულოს და მისი კომისიების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა; საკრებულოს წევრის და მერის ყოველწლიური ანგარიშის საჯარო წარდგენა; საკონსულტაციო საბჭოები.); მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ფართოდ გავრცელებული დამატებითი მექანიზმები.
- ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი/ინოვაციური მექანიზმების შესახებ, რომელიც აღიარებული წარმატებულ ფორმებად საერთაშორისო და ადგილობრივ დონზე. ლექციის ფარგლებში აქცენტი გაკეთდება საკრებულოს როლზე დამატებითი მექანიზმების დანერგვის, განხორციელების თუ მონიტორინგის დროს, ასევე განხილული იქნება არსებული პრაქტიკა და გამოწვევები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მოქალაქეთა მონაწილეობის დონეები და დამატებითი მექანიზმები, საკრებულოს როლი მათ დანერგვაში; მოქალაქეთა მონაწილეობის გავრცელებული მექანიზმები - თავისუფალი სივრცე (საკონსულტაციო პროცესი), მოქალაქეთა ქარტია (მუნიციპალური სერვისის სტანდარტის შემუშავება/მონიტორინგი); მოქალაქეთა ასამბლეა და მონაწილეობითი ბიუჯეტირება (სათათბირო დემოკრატია).
- ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ციკლი და მოქალაქეთა მონაწილების გარანტიები მის შემუშავების, განხორციელების და ანგარიშვალდებულების ეტაპებზე. მიმოხილული იქნება პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი მიდგომები, მათ შორის გენდერული და მწვანე ბიუჯეტის კუთხით. ამასთან, ლექციის ფარგლებში მოცემული იქნება ინფორმაცია არსებული პრაქტიკის და გამოწვევების შესახებ. ლექციის შედეგად მსმენელი გაეცნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და გააანალიზებს მისი ეფექტიანი გამოყენების უპირატესობებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ცნება/ პროგრამული ბიუჯეტი; ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი - ძირითადი ეტაპები; მოქალაქეთა მონაწილეობის მონაწილეობა საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო კალენდარი.
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა, ასევე ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები და კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კანონით განსაზღვრული ფორმები; საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულების კარგი პრაქტიკა (საკრებულოს წევრის სამუშაო გეგმა; ამომრჩეველთა საჭიროებების კვლევა; საკრებულოს წევრის ბლოკნოტი; მოქალაქეებთან ურთიერთობის დისტანციური არხები).
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის შედგენისა და წლიური ანგარიშის საჯარო მოსმენის როგორც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის წლიური ანგარიშის ფორმა; ანგარიშის საჯარო მოსმენის ორგანიზება (საკრებულოს წევრის მიერ პროცესის სამ ეტაპიან დაგეგმვა/შეფასება: საჯარო შეხვედრამდე; საჯარო შეხვედრის პროცესში; საჯარო შეხვედრის შემდეგ).
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების როგორც კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები ასევე კარგი პრაქტიკა. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: საკრებულოს წევრის ამომრჩეველთან საჯარო შეხვედრის ჩატარების მნიშვნელობა, პერიოდულობა, თემატიკის შერჩევა; ანგარიშის საჯარო მოსმენის ორგანიზება (მოიცავს საკრებულოს წევრის მიერ პროცესის სამ ეტაპიან დაგეგმვა/შეფასებას: საჯარო შეხვედრამდე; საჯარო შეხვედრის პროცესში; საჯარო შეხვედრის შემდეგ).