თემის მონახაზი
- ლექციები - მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
ლექციები - მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობა
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა და მიზანი. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: რა სარგებელია მერიისთვის მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესიდან (ინფორმირება; კონსულტირება; დიალოგი; ერთად გადაწყვეტილების მიღება); მერიის უფლებამოსილებების დაგეგმვა-განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობა; მერიის სტრუქტურაში მოქალაქეთა მონაწილეობის ინტეგრირება.
- ლექციის მიზანია მსმენელმა მიიღოს ინფორმაცია რა მექანიზმებითა არის შესაძლებელი მერიის და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის ინტეგრირება. აქცენტი გაკეთდება როგორც კანონით პირდაპირ განსაზღვრულ მონაწილეობის სავალდებულო ფორმებზე, ისე მუნიციპალიტეტებში სამართლებრივი აქტებით ფართოდ გავრცელებულ დამატებით მექანიზმებზე. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო; სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების (ახალგაზრდების/შშმ პირების და სხვა) საბჭოები; დასახლების საერთო კრება; მოქალაქეთა გამოკითხვები; მუნიციპალური სერვისების/მომსახურების დაგეგმვის, განხორციელების, შეფასების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმები.
- ლექციის მიზანია მსმენელმა მიიღოს ინფორმაცია მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი/ინოვაციური მექანიზმების შესახებ, რომელიც აღიარებული წარმატებულ ფორმებად საერთაშორისო და ადგილობრივ დონზე. მიმოიხილოს სამართლებრივი საფუძვლები და მექანიზმების ალტერნატივები მონაწილეობის სხვადასხვა დონეების მიხედვით (ინფორმირება, კონსულტირება, დიალოგი, პარტნიორობა). ამასთან, ლექციის ფარგლებში მოცემული იქნება ინფორმაცია არსებული პრაქტიკის და გამოწვევების შესახებ. ლექციის შედეგად მსმენელი გაეცნობა მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების პრაქტიკული ფორმებს და გააანალიზებს მისი ეფექტიანი გამოყენების უპირატესობებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მოქალაქეთა მონაწილეობის დონეები და დამატებითი მექანიზმები; მოქალაქეთა მონაწილეობის გავრცელებული მექანიზმის დეტალური აღწერა მერიის ჭრილში - თავისუფალი სივრცე (საკონსულტაციო პროცესი), მოქალაქეთა ქარტია (მუნიციპალური სერვისის სტანდარტის შემუშავება/მონიტორინგი), მოქალაქეთა ასამბლეა და მონაწილეობითი ბიუჯეტირება (სათათბირო დემოკრატია).
- ლექციის მიზანია მსმენელებს გააცნოს მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ციკლი და მოქალაქეთა მონაწილეობის გარანტიები მის შემუშავების, განხორციელების და ანგარიშვალდებულების ეტაპებზე. მიმოხილული იქნება პროგრამული ბიუჯეტის ძირითადი მიდგომები, მათ შორის გენდერული და მწვანე ბიუჯეტის კუთხით. ამასთან, ლექციის ფარგლებში მოცემული იქნება ინფორმაცია არსებული პრაქტიკის და გამოწვევების შესახებ. ლექციის შედეგად მსმენელი გაეცნობა მოქალაქეთა მონაწილეობის ფორმებს ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირების პროცესში და გააანალიზებს მისი ეფექტიანი გამოყენების უპირატესობებს. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის ცნება/ პროგრამული ბიუჯეტი; ადგილობრივი თვითმმართველობის საბიუჯეტო პროცესი - ძირითადი ეტაპები; მოქალაქეთა მონაწილეობის მონაწილეობა საბიუჯეტო პროცესში და საბიუჯეტო კალენდარი.
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს მერის სამი სახის ანგარიში (გაწეული საქმიანობის შესახებ, შესყიდვების, ბიუჯეტის შესრულების), მიმოიხილოს თითოეული მათგანის მნიშვნელობა, ასევე მიმოიხილოს მერის მიერ დასახლების საერთო კრებასთან ანგარიშვალდებულების თემები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მერის წლიური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც მოიცავს კანონმდებლობით და კარგი პრაქტიკის მიხედვით განსაზღვრულ ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგიას; მერის მიერ საკრებულოსთან ბიუჯეტი შესრულების შესახებ წლიური ანგარიშის წარდგენის და განხილვის ძირითადი პროცედურული საკითხები; მერის მიერ საკრებულოსთან შესყიდვების წლიური ანგარიში წარდგენის და განხილვის ძირითადი პროცედურული საკითხები; კონკრეტულ დასახლებებში მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის და მასთან საკითხების წინასწარი შეთანხმების და ანგარიშვალდებულების საკითხები.
- ლექცია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს და დაინტერესებულ მსმენელს გააცნოს მერის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საჯარო მოსმენის ძირითადი სტანდარტები და მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის და საერთო კრებასთან ანგარიშვალდებულების საკითხები. ლექცია მოიცავს შემდეგ ძირითად საკითხებს: მერის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის საჯარო მოსმენის კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და შესაბამისი კარგი პრაქტიკა; მერის მიერ დასახლების საერთო კრების მოწვევის პროცედურული საკითხები და დასახლების საერთო კრებასთან ანგარიშვალდებულების კანონით გათვალისწინებული ფორმები.