თემის მონახაზი
- ზოგადი
- სამოქალაქო მონიტორინგი
სამოქალაქო მონიტორინგი
- მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია სამოქალაქო მონიტორინგის დანიშნულების, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ; ასევე რა უფლებამოსილებები გააჩნია თვითმმართველობას და რა ფინანსები აქვს მათ განსახორციელებლად.
- ლექციის ფარგლებში საუბარი იქნება შემდეგ საკითხებზე: როგორ შევაფასოთ მონიტორინგის განხორციელებისათვის პროექტების მნიშვნელობა; გამოვკვეთოთ მონიტორინგის მიზანი, პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა და პროცედურების გამჭვირვალობა; როგორ მოვიძიოთ პროექტის თაობაზე ინფორმაცია, როგორ დავგეგმოთ თავად მონიტორინგის პროცესი; ასევე როგორ შევაფასოთ მონიტორინგის შედეგები და მოვამზადოთ ანგარიში.
- ლექციის მიზანია მსმენელებმა მიიღონ ინფორმაცია, მონიტორინგის პროცესში როგორ შეიძლება გამოვიყენოთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები.
- ლექციის მიზანი - ლექციის მიზანია მსმენელს გავაცნოთ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე მოქალაქეთა მონიტორინგის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები, ევროპის ქვეყნებში არსებული რეგულაციები და საქართველოში არსებული კარგი პრაქტიკები.
- ლექციის მიზანია მსმენელებს დაწვრილებით გააცნოს თუ როგორ უნდა მოხდეს მუნიციპალიტეტის პოლიტიკის დოკუმენტების მონიტორინგი, როგორ შეიძლება მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში, როგორ გაუწიონ მონიტორინგი მის შესაბამისობას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან.
- ლექციის მიზანია მსმენელებს მივაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების და სოფლის პროგრამების მონიტორინგის დაგეგმვის, მისი შემადგენელი ნაწილების და ეტაპების შესახებ.
- ლექციის მიზანია მსმენელებს გავაცნოთ მონიტორინგის პროცესში საზოგადოებასთან, მედიასთან და ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობების ფორმები და მექანიზმები.