დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის და კარგი მმართველობის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობასა და საზოგადოებას შორის თანამშრომლობა, რაც ითხოვს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების ასევე ადგილობრივი აქტორების შესაბამის ცოდნას, უნარებს, კომპეტენციას და მოტივაციას.
ადგილობრივი სტრატეგიების, პოლიტიკის და პროექტების თანამონაწილეობითი მეთოდით შემუშავება და მართვის სრული ციკლის ადგილობრივი აქტორების ჩართულობით წარმართვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.
წინამდებარე საწავლო პროგრამა ეყრდნობა ადგილობრივ აქტიორებსა და ხელისუფლებას შორის თანამშრომლობისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების საჭიროებას.
პროგრამა შემუშავებულია ადგილობრივი აქტორებისთვის. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების თანამონაწილეობითი პრაქტიკით შემუშავების პრინციპებსა და მეთოდებს. კურსი დეტალურად მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის არსსა და ადგილობრივ აქტორებს, მათ მახასიათებლებსა და გავლენებს ადგილობრივ განვითარებაზე. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან და სხვადასხვა მონაწილე მხარეებთან ეფექტური თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხებს, პროგრამა მიმართულია მონაწილეთა ანალიტიკური უნარების გაძლიერებაზე.