Re: საკრებულოს წევრის ანგარიშვადლებულება
by მარინე ბერაძე - მოგესალმებით ნატალია,
მიუხედავად იმისა, რომ საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშების წარდგენა განსაზღვრულია კანონით, როგორც ვალდებულება, ვფიქრობ, საკრებულოს წევრმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი, პირიქით ანგარიშგება უნდა გამოიყენოს, როგორც ერთ-ერთი ძლიერი ინსტრუმენტი ამომრჩევლებთან უშუალო კომუნიკაციისთვის, მისი როგორც პოლიტიკოსის და ლიდერის ავტორიტეტის შექმნისთვის, საკრებულოს წევრის სხვადასხვა როლის აქტიურად გამოყენებისთვის, რაც საბოლოოდ საჯარო მმართველობის ამოცანების წარმატებით განხორციელებას ემსახურება. ანგარიშის წარდგენა ფორმალური ხასიათის იქნება თუ ქმედითი საქმიანობა, მხოლოდ საკრებულოს წევრზეა დამოკიდებული.