მოგესალმებუთ, საინტერესოა პრაქტიკულად როგორ ხდება საკრებულოს მხრიდან, როგორც მომლაპარაკებლის როლი, პრაქტიკულ ასპექტში, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე მოქალაქეები, დაინტერესებული პირები, სადავო საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ ხოლმე მერიას, ეს იქნება მეზობლური დავა( მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, ღობის მშენებლობა, დაბევრი სხვა.) ასევე, ორი მეწარმის დავა, მაგალითად: ერთს აქვს ბლოკის საწარმო, მეორეს საოჯახო სასტუმრო, რომელიც ასევე ქველმოქმედიცაა,სასტუმროს აწუხებს ხმაური და ჰაერის დაბინძურება.
კითხვა- რა როლი აკისრია საკრებულოს წევრს როგორც მომლაპარაკებელი?
თუ ყოფილა პრაქტიკული შემთხვევა, როდესაც საკრებულოს წევრს მოუგვარებია სიტუაცია?
მოგესალმებით ქალბატონო მაია,
ნამდვილად პრაქტიკულ საკითხს შეეხეთ. გეთანხმებით, რომ მოქალაქეები, დაინტერესებული პირები, სადავო საკითხთან დაკავშირებით განცხადებით მიმართავენ უმეტეს შემთხვევაში მერიას. ჩემს პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევებიც, მოუმართავთ ჩემთვის, როგორც საკრებულოს წევრისთვის კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით. ამ შემთხვევაში მე, როგორც საკრებულოს წევრმა „შუამავლის“ როლი შევასრულე შესაბამის უწყებებთან და ორგანიზაციებთან, ვისაც უშუალოდ ჰქონდა უფლებამოსილება ჩართულიყო და სამართლებრივი მექანიზმებით გადაეწყვიტა კონკრეტული სადავო საკითხი. სწორად დავამისამართე მოქალაქე კონსულტაციის გზით, მიუხედავად იმისა, რომ ეს საკრებულოს წევრის პირდაპირ უფლებამოსილებებში და ვალდებულებებში არ შედის. უნდა ვეცადოთ, რომ მოქალაქე უარით არ გავისტუმროთ და ვაჩვენოთ რა შესაძლებლობები არსებობს მისი პრობლემის გადასაწყვეტად.
ვფიქრობ უნდა გამოვიყენოთ სწორედ ის სტანდარტული როლები, რომელზეც ვიდეოლექციაშია საუბარი. მათ შორის ვიყოთ მომლაპარაკებელი, გავლენიანი, ხელშემწყობი და ა. შ.
მადლობა გამოხმაურებისთვის, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს არ უნდათ სასამართლოს გზით დავის მოგვარება და ვინაიდან არ გვაქვს მედიაციური ოფისები აქაა სწორედ მნიშვნელოვანი საჯარო მოხელის როლი,როგორც ავტორიტეტის, დაეხმაროს შერიგებაში, მორიგებაში.
მადლობა!
მადლობა გამოხმაურებისთვის, ხშირ შემთხვევაში მოქალაქეებს არ უნდათ სასამართლოს გზით დავის მოგვარება და ვინაიდან არ გვაქვს მედიაციური ოფისები აქაა სწორედ მნიშვნელოვანი საჯარო მოხელის როლი,როგორც ავტორიტეტის, დაეხმაროს შერიგებაში, მორიგებაში.
მადლობა!
გამარჯობა მაია
თქვენ კითხვასთან დაკავშირებით კითხვა- რა როლი აკისრია
საკრებულოს წევრს როგორც
მომლაპარაკებელი?
თუ ყოფილა პრაქტიკული
შემთხვევა, როდესაც
საკრებულოს წევრს
მოუგვარებია სიტუაცია?
გიზიარებთ ჩემ გამოცდილებას:
ჩემ სამაჟორიტარო თემში არ გვქონდა ბაღი, სოფელი სადაც ყველაზე მეტი კონტინგენტი გვქონდა არ იყო ტერიტორია სადაც შეიძლებოდა ბაღის აშენება. გავედი სოფელში მოვიწვიე მოქალაქეები, უბნებად შევხდი სოფლის მოსახლეობას და აუხსენი მდგომარეობა. ერთ-ერთმა მოქალაქემ გამოთქვა სურვილი, რომ გადასცემდა სოფელს უსასყიდლოდ მის კუთვნილებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთს სადაც აშენდებოდა ბაღი. გაგვიკეთა ნოტარიუსით თანხმობა ოჯახის ყველა წევრით. სოფელ ხაბელაშვილებს უკვე მესამე წელია აქვს ევრო სტანდარტებით ბაგა-ბაღი, რომელიც ემსახურება სამ სოფელს.
მადლობა გამოხმაურებისთვის და თქვენი მაგალითი მისაბაძია, თქვენი მხრიდან გაწეული შრომა ადვოკატირება უფროა ვიდრე მედიატორობა, მე ვიგულისხმე საკითხი, როდესაც ორ სუბიექტს შორის სადავოა და ვინმე დაეხმაროს მანამდე, ვიდრე სასამართლო ჩაერევა.
მოგესალმები მაია, თქვენს კითხვას გამოვეხმაურები, გააჩნია სადაო საკითხს, თუ საკითხი ორი კერძო სუბიექტის დავას შეეხება ბუნებრივია მასში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვერ ჩაერევა და მისი გადაწყეტა უნდა მოხდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. თუმცა თუ სადავო საკითხი ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობიდან გამომდინარეობს და დაკავშირებულია გამოცემულ ან/და გამოსაცემ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტთან, ბუნებრივია სადაო საკითხის გადაწყეტა შეიძლება მოხდეს ადმინისტრაციული საჩივრის გზით, რასაც ხშირ შემთხვევაში არ მიმართავენ მოქალაქეები ინფორმაციის არ ქონის ან პროცესის მიმართ უნდობლობის გამო. ვფიქრობ საკრებულოს წევრის როლი ამ საკითხში მნიშვნელოვანია, გაუწიოს მოქალაქეს კონსულტირება, რათა მოქალაქემ სადავო საკითხი პირდაპირ სასამართლოს განსჯადი არ გახადოს, აირიდოს დამატებითი ხარჯები და დაზოგოს დრო. თქვენ იცით, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის კარგი პრაქტიკა აქვს შემუშავებული, რომელიც სწორედ მოქალაქის სამართლებრივი ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული, ზოგავს როგორც მათი, ასევე სასამართლოს რესურსს, ამასთან ზოგავს მოქალაქის ფინანსურ რესურს და მუნიციპალურ ხარჯებს, რომელიც პირის მიერ სასამართლო წარმოების პროცესისას გაიწევა ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ამდენად, საკრებულოს წევრის მხრიდან მედიატორის ფუნქციის შეთავსებას, ორმაგი დადებითი დატვირთვა ექნება, ხელს შეუწყობს როგორც მოქალაქის დროსა და ფინანსურ რესურსის დაზოგვას, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ადამიანური და ფინანსური რესურსების დაზოგვას, ამასთან გაზრდის მოქალაქეების სანდოობის ხარისხსს ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ.
მადლობა ქალბატონო ნინო ამომწურავი პასუხისთვის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიას კი ბევრი კარგი პრაქტიკა აქვს და ამ პრაქტიკის გაზიარება თქვენ საუკეთესოდ გამოგდით.
მე ვფიქრობ,რომ ამ შემთხვევაში იგულისხმება ,თუ როგორ ართმევს თავს საკრებულოს წევრი ფასილიტატორის როლს საკრებულოში საქმიანობისას ,უშუალოდ კოლეგებთან დამოკიდებულებაში.ასევე ითქმის საკრებულოს წევრის სხვა როლლებზეც.