მოგესალმებით,
ადგილობრივი საკრებულოს წევრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია კანონმდებლობის შესაბამისად არ ითვლება საჯარო ინფორმაციად, მაგრამ სხვა ქალაქის საკრებულოს წევრის მიერ გამოთხოვილი ინფორმაცია ჩაითვლება თუ არა საჯარო ინფორმაციად?
მოგესალმებით თეონა,
როცა საკრებულოს წევრი, იმ მუნიციპალიტეტის ორგანოდან ითხოვს ინფორმაციას, რომლის წევრიც თავად არის, ის ამას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით მისთვის მინიჭებული პრივილეგიის ფარგლებში. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოებს ვალდებულება გააჩნიათ, საკრებულოს წევრი უზრუნველყონ მისი უფლებამოსილებების განხორციელებისთვის აუცილებელი ინფორმაციით. რაც შეეხება საკრებულოს წევრის მიერ, სხვა მუნიციპალიტეტის ორგანოდან ინფორმაციის გამოთხოვას, ის არ სარგებლოს ამ შემთხვევაში საკრებულოს წევრის პრივილეგიით და ინფორმაციას ითხოვს საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის საერთო წესების შესაბამისად.
თეონა, მადლობა შეკითხვისთვის.
საკრებულოს წევრს, ისევე როგორც ნებისმიერ პირს, შეუძლია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებით ისარგებლოს ნებისმიერი საჯარო დაწესებულებიდან. მათ შორის იმ საკრებულოდანაც რომლის წევრიც არის. რატომ განვასხვავებთ საჯარო ინფორმაციის წერილს და საკრებულოს წევრის შეკითხვას, როგორც ზედამხედველობის ერთ-ერთ მექანიზმს შეგიძლიათ ჩემ მიერ ქვემოთ ატვირთულ ფაილშიც იხილოთ. პრაქტიკული თვალსაზრისით კარგი იქნება თუ საკრებულოს წევრი მიუთითებს კოდექსის ან რეგლამენტის მუხლზე, რომლის საფუძველზეც ითხოვს ინფორმაციას, დოკუმენტს თუ ა.შ.
სხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საზედამხედველო მანდატი არ ვრცელდება თქვენი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოზე. შესაბამისად, მას შეუძლია საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის წერილით მოგმართოთ და მიუთითოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავით განსაზღვრული მუხლები.