მოგესალმებით,
ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით, კანონმდებლობით გათვალისწინებულ მონაწილეობით მექანიზმებზე არანაკლებ ეფექტიანი და წარმატებულია, მონაწილეობის დამატებითი მექანიზმების გამოყენება და დანერგვა. ინოვაციური მეთოდების უპირატესობაა მოქალაქეებისგან უფრო მაღალი ინტერესის გამოხატვა და „დაყოლიება“ ჩაერთონ თვითმმართველობის განხორციელების პროცესებში. მოქალაქეები ამ დროს უფრო ხალისით ერთვებიან პროცესებში, მარტივად გასაგები ხდება მათთვის ამ ჩართულობის მნიშვნელობა. ჩვენი პრობლემაც ესაა, დავაინტერესოთ მოქალაქეები და მოტივაცია გავუძლიეროთ, ჩაერთონ მართვაში. ვაგრძნობინოთ მათი ძალაუფლება, რაც თვითმმართველობის მიმართ არსებულ ნიჰილიზმს და უნდობლობას შეცვლის. სასურველია ამ მექანიზმების ინსტიტუციონალიზაცია ადგილობრივ დონეზე, საბიუჯეტო პროგრამებში ასახვა.
გეთანხმებით, განხილული მონაწილეობის დამატებითი მექანიზმების გამოყენება, გაზიარება და დანერგვა მონაწილებითი მიდგომების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს და ამავდროულად, მოქალაქეებსაც წახალისებს აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში.