Re: საკრებულოს წევრების (არათანამდებობის პირები) ხარჯების ანაზღაურება
by სალომე აკობია - სალამი,
საკრებულოს წევრს მის მიერ გაწეული ხარჯის კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისათვის შეუძლია საკრებულოს აპარატში წარმოადგინოს მოხსენებითი ბარათი ხარჯის დამადასტურებელ დოკუმენტებთან ან/და ამომრჩევლებთან შეხვედრის საოქმო ჩანაწერთან ერთად, არაუგვიანეს ყოველი თვის პირველი რიცხვისა.
საკრებულოს აპარატის უფროსი საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, საკრებულოსა და საკრებულოს ორგანოების სხდომებზე დასწრების ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე ადგენს მოხსენებით ბარათს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს არაუგვიანეს ყოველი თვის 3 რიცხვისა.
საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების საკითხი შეიტანება საკრებულოს ყოველი მორიგი სხდომის დღის წესრიგში.
გადაწყვეტილება საკრებულოს წევრის ხარჯების ანაზღაურების შესახებ, საკრებულოს წევრების მიერ გაწეული ასანაზღაურებელი ხარჯის კონკრეტული ოდენობის მითითებით, მიიღება საკრებულოს განკარგულებით.
იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს წევრმა ვერ წარმოადგინა დადგენილებით განსაზღვრული მოთხოვნები , საკრებულო კოლეგიურად იღებს გადაწყვეტილებას არ აუნაზღაუროს თანხა, ან აუნაზღაუროს- ნაწილობრივ.