მოგესალმებით,
დაგეთანხმებით, რომ საკრებულოს როლი უმნიშვნელოვანესია აღმასრულებელი ორგანოს ზედამხედველობისა და კონტროლის ნაწილში. არანაკლებ მნიშვნელოვანია კანონმდებლობით გათვალისწინებული თითოეული მექანიზმის გამოყენება როგორ და რა ხარისხით ხდება. აქაც მიდგომები და შესაბამისი შედეგები განსხვავებულია მუნიციპალიტეტებში, სამწუხაროდ ხშირ შემთხვევაში აქაც ფორმალობასთან გვაქვს საქმე. ვფიქრობ დამატებითი მექანიზმების განსაზღვრა რეგლამენტებში ზედამხედველობის/კონტროლის განხორციელების ხარისხს ნებისმიერ შემთხვევაში გააუმჯობესებს. საკრებულოს წევრების პასუხისმგებლიან მუშაობასთან ერთად მნიშვნელოვანია საკრებულოს აპარატის როლიც, რომელმაც უნდა წარმართოს კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ტექნიკური საკითხი, დოკუმენტებისა და სტატისტიკების წარმოება. ძირითად შემთხვევაში ყველა ეს ინფორმაცია თავს იყრის საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილ ანგარიშებში, სხვა ფორმით მათი აღრიცხვა ( შეხვედრების აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირებთან, წერილობითი შეკითხვა და ა.შ) ვერ ხერხდება ამ ეტაპზე, მაგრამ შესაბამისი ცვლილებების განხორცილებით შესაძლებელია ახალი დამატებითი მექანიზმების დანერგვა და ტექნიკურად დახვეწა.
ცალკე გამოწვევაა ზედამხედველობის/კონტროლის მექანიზმების გამოყენების შედეგად მიღებული ინფორმაციების შეფასება და მათზე ქმედითი, სწორად რეაგირება.
მიხარია, რომ ამ კონკრეტულ საკითხებზე უკვე ვთანამშრომლობთ USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ქალბატონ სალომესთან და ბატონ კოკასთან. ამ თანამშრომლობას აუცილებლად ექნება შედეგი. მადლობა
მადლობა ქალბატონო მარინე, სრულად გეთანხმებით.