მოგესალმებით,
დიდი მადლობა ამ მოდულის შექმნისთვის და ასეთ აქტუალურ საკითხებზე მსჯელობისათვის.
განსაკუთრებული მადლობა ასეთი საინტერესო ლექციებისთვის და საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაზიარებისათვის.
საინტერესოა მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით საკრებულოსთვის დამოუკიდებელი აუდიტის მოწვევის მექანიზმის სავალდებულო სახით განსაზღვრა, ხომარ იქნება წინააღმდეგობაში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან? ასევე იმ შემთხვევაში თუ ეს მექანიზმი სავალდებულო გახდება რამდენად გაზრდის ეს მის ეფექტურობას?
პატივისცემით,
მარიტა მგალობლიშვილი
მარიტა,
კი მართალია, სავალდებულო წესით ვერ იქნება რეგლამენტში. თუ კოდექსით სავალდებულო გახდება, აუცილებლად უნდა მოხდეს ბიუჯეტშიც შესაბამისი ფინანსების გაჩენა. მე ვფიქრობ თავად ეს მექანიზმი ვერაფერს შეცვლის თუ საკრებულომ არ მიანიჭა მას მნიშვნელოვანი როლი. ის უბრალოდ ინსტრუმენტია და ამას რამდენად ეფექტიანად გამოიყენებს საკრებულო მხოლოდ მის ხელშია.