დღე მშვიდობისა კოლეგებო.
სამწუხაროდ, რეალობის გათვალისწინებით ვიცით, რომ მოქალაქეთა პროცენტული უმრავლესობა არ იცნობს იმ მექანიზმებს, რომლითაც კანონმა ისინი აღჭურვა მონაწილეობის უფლების რეალიზებისთვის.
ამდენად, ხშირ შემთხვევაში, თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრული ეს მექანიზმები, მხოლოდ დოკუმენტურ დონეზე გვაქვს და მისი ამოქმედება ჭირს ხოლმე.
რას ფიქრობთ, რომ შეიქმნას ერთგვარი "მოქალაქეობის სკოლა", სადაც მოქალაქეები გაივლიდნენ თვითმმართველობის კურსს, გაეცნობოდნენ მონაწილეობის მექანიზმებს და ყველა იმ საჭირო დეტალს, რაც თვითმმართველობის ეფექტიანობის ხარისხზე პირდაპირ პროპორციულად აისახებოდა.
მოქალაქე, რომელიც გაივლიდა ამ კურს და მიენიჭებოდა სერთიფიკატი, ექნებოდა სხვადასხვა ბენეფიტი თვითმმართველობასთან ურთიერთობისას, სხვადასხვა მუნინციპალური თუ სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისას, მაგ: 20% ფასდაკლება პასპორტის აღებისას, 30 % ფასდაკლება მართვის მოწმობის აღებისას და მისთ.
ჩემი აზრით, თუ ამ ან რაიმე სხვა ფორმით, პერმანენტულად არ მოხდება მოქალაქეთა ინფორმაციული ცოდნის ზრდა და გაახლება საკუთარივე უფლებების, ჩართულობის მნიშვნელობისა და საჭიროების შესახებ, მხოლოდ მცირე ჯგუფი ვიქნებით აქტიურად ჩართული.
საინტერესო იქნება, თუ არსებობს სხვა მუნიციპალიტეტებში კონკრეტული ქმედითი მექანიზმი, ტრენინგები ან რაიმე მსგავსი მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების გაცნობის შესახებ?
ნაყოფიერ, წარმატებულ და საინტერესო დღეს გისურვებთ.
გეთანხმებით ბატონო ამირან, ძალიან კარგი და სასარგებლო ინიციატივაა.
ჩემი აზრით სასურველია სკოლის ასაკიდან ჩამოუყალიბდეთ ახალგაზრდებს მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გრძნობა. ვფიქრობ ეს არც განათლების რეფორმასთან არ იქნება წინააღმდეგობაში რადგან განათლების რეფორმა მიზნად ისახავს სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას და სკოლაში კარგი პიროვნებისა და მოქალაქის აღზრდისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოყალიბებას.
არის ასეთი საგანი სამოქალაქო განათლება, სასურველია თვითმმართველობასა და მის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას მეტი ყურადღება დაეთმოს, ეს საკითხები შედის რაღაც დოზით ამ საგნის გეგმაში მაგრამ არ არის არასაკმარისი.
ასევე ვფიქრობ მუნიციპალიტეტმა შეიძლება გამოყოს შესაბამისი რესურსი და სკოლებში სათნადო ასაკის მოსწავლეებთან ჩაატაროს ეს საგანმანათლებლო ღონისძიება თუ რა თქმა უნდა ზოგადი განათლების კანონმდებლობა იძლევა ამის საშუალებას.