მოგესალმებით,
ძალიან საინტერესოდ გაგვაცნო ბატონმა ლევანმა საკრებულოს საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის როგორც საკანონმდებლო, ასევე დამატებითი მექანიზმები. რა თქმა უნდა ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი მუნიციპალიტეტის შემთხვევაში დღესდღეობით ყველაზე აქტიურად ხდება შემდეგი მექანიზმების გამოყენება: 1. საკრებულოს წევრის ანგარიშვალდებულება ( ანგარიშების წარდგენა, პროაქტიულად გამოქვეყნება და საჯარო წარდგენები) 2. საკრებულოს სათათბირო საბჭო, ამ შემთხვევაში გენდერული თანასწორობის საბჭო 3. დასახლების საერთო კრება. სამწუხაროდ პეტიცია 2017 წლის შემდეგ წარმოდგენილი არ ყოფილა. საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილობის მაჩვენებელიც დაბალია, ჩართულობა უფრო აქტიური იყო საკრებულოს სხდომების პირდაპირი ტრანსლაციის განხორციელების დროს.
რაც შეეხება დამატებით მექანიზმებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში საკრებულო ძალიან აქტიურად არის ჩართული სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელების ყველა ეტაპზე.