მოგესალმებით,
მადლობა ქალბატონო ნათია, ასეთი საინტერესო ლექციისთვის და მიმოხილვისთვის.
საკრებულოს როლი მართლაც მნიშვნელოვანია დამატებითი მონაწილეობითი მექანიზმების სისტემურ გაძლიერებაში. ყველა ის ინოვაციური მექანიზმი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ასევე ხელშემწყობია კანონმდებლობით გათვალისწინებული მონაწილეობითი მექანიზმების უფრო ქმედითად გადაქცევისთვის. მათი გამოყენება ორმხრივად სასარგებლოა, მუნიციპალიტეტის საქმიანობა დემოკრატიულ პრინციპებზეა დამყარებული, გამჭვირვალეა და მორგებულია მოსახლეობის საჭიროებებს და მეორე მხრივ აქტიური მოქალაქეები, მათი ჩართულობა და მონაწილეობა ბევრად უფრო ეფექტური და ეფექტიანია, რაც საბოლოო შედეგზე აუცილებლად აისახება. ახლა ვიწყებთ და ახლა ვსწავლობთ ამ ინოვაციური მეთოდების გამოყენებით მუშაობას, თანამშრომლობას მოქალაქეებთან, რომლებსაც ნდობა უნდა გავუზარდოთ თვითმმართველობის მიმართ. მათ უნდა იგრძნონ საკუთარი ძალაუფლება, და ამ ძალაუფლების განცდა მხოლოდ არჩევნების დროს არ უნდა ჰქონდეთ. მოქალაქეთა ჩართულობა ყველა ეტაპზე (ინფორმირებულობა, კონსულტირება, თანამშრომლობა და ა.შ.) მუნიციპალიტეტის გარდა, ზრდის მათ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და ეს უმნიშვნელოვანესია.