თვითმმართველობის ზოგადი საფუძვლები წარმოადგენს ონლაინ სასწავლო პროგრამას, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს თვითმმართველობის საჯარო მოხელეებს აიმაღლონ ცოდნა და გამოცდილება თვითმმართველობის საკითხებში. კერძოდ, ონლაინ ლექციათა ციკლი მოიცავს ისეთ თემატიკას როგორიცაა თვითმმართველობის ისტორია დასავლეთის ქვეყნებსა და საქართველოში, მისი არსი და როლი დემოკრატიული სახელმწიფოს ფორმირების პროცესში, თვითმმართველობის მოდელები, კომპეტენციები, ქონება, ფინანსური საფუძვლები, მუნიციპალური ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპები და ფორმები.