კურსი, მოიცავს, როგორც თეორიულ ინფორმაციას, ასევე პრაქტიკულ მასალას და სავარჯიშოებს, თემატურად ეხება კანონმდებლობის და პრაქტიკის განხილვას, როგორც საქართველოს, ასევე საერთაშორისო ტენდენციების შესახებ ისეთ თემებზე, როგორიც არის ღია მმართველობა, ინფორმაციის თავისუფლება, კორუფციასთან ბრძოლა. მსმენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია კონკრეტული მაგალითების სახით, თუ რა მეთოდებით ხორციელდება სახელმწიფო ინსტიტუტების მონიტორინგი და რა ეფექტი და შედეგი აქვს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგს.
კურსის გავლის შემდგომ მსმენელები მიიღებენ საჭირო თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ღია, დემოკრატიული და კარგი მმართველობა, ხელისუფლების საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, რატომ არის აუცილებელი მოქალაქეების მიერ სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი და რა მექანიზმებით და ინსტრუმენტებით არის შესაძლებელი მოქალაქეების მიერ ხელისუფლების კონტროლი და როგორ უნდა უზრუნველყონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში და ხელისუფლების საქმიანობაში ჩართულობა.